Mercedes-Benz Destroys Replica of the 300SL Gullwing in Germany after Winning Lawsuit
22 მარტი
ვინც არ იცის: რეპლიკა ავტომობილები წარსულის პოპულარული მოდელების თანამედროვე ვერსიებია, რომლებსაც პატარა ფირმები ამზადებენ და ორიგინალურ მოდელებზე გაცილებით იაფ ფასად ჰყიდიან. ასეთ მწარმოებელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია „მერსედეს-ბენც 300SL“, რომელიც ასევე თოლიას ფრთის (გალუინგ) მეტსახელითაა ცნობილი.
1954-1963 წლებში, გერმანულმა კომპანიამ მხოლოდ 1400 ცალი კუპე და 1800 ცალი როდსტერი გამოუშვა. ყოველივეს გამო, „გალუინგი“ ძალიან პოპულარულია კოლექციონერებს შორის. ბუნებრივია, ასეთი მანქანები ძალიან ძვირია. ამიტომ, რეპლიკების მწარმოებლები ცდილობენ, ამ ავტომობილის მოყვარულებს იაფი გამოსავალი შესთავაზონ „გალუინგის“ ასლების სახით. ამას კი „მერსედეს-ბენცი“ და მისი მფლობელი „დაიმლერი“ ბოლო ხანებში სასამართლოს ძალით ეწინააღმდეგებიან.
ახლახანს, სამქიმიანებმა ერთ-ერთ პატარა გერმანულ ფირმას, რომლისს ახელიც არ გამჟღავნებულა, სასამართლო გარჩევა მოუგო, რომლის ძალითაც, ამ ფირმას 300SL-ის ასლების წარმოება აეკრძალა. იმავდროულად, „მერსედესმა“ ის ავტომობილი-ასლი გაანადგურა, რომელიც მის მიერ დამარცხებული ფირმის სახელოსნოში იდგა. და განადგურების აქტი ვიდეოზე დააფიქსირა, რათა მთელს მსოფლიოში ყველას ამცნოს - „გალუინგის“ რეპლიკების წარმოებას ასეთივე სისასტიკით, ყველგან გაუსწორდება. ვიდეოსთან ერთად გავრცელდა შტუტგარტული კომპანიის ოფიციალური რელიზიც:
„ლეგენდარული მოდელის გარეგნობა „დაიმლერის“ საკუთრებაა. ამიტომ ყველა, ვინც ამ ავტომობილის რეპლიკებს დაამზადებს და მის გაყიდვას მოინდომებს, კომპანიის უფლებებს ხელყოფს. ჩვენი უფლებები იმ შემთხვევაშიც დაირღვევა, თუ რეპლიკას არ ექნება ჩვენი ლოგო, ან სხვა სახის სავაჭრო ნიშანი“.
რეპლიკას, რომლის განადგურებაც სამქიმიანებმა ჩაიწერეს, შუშის ბოჭკოს კომპოზიტის ძარა აქვს. ორიგინალური „გალუინგის“ ძარა კი ალუმინისგან მზადდებოდა. „მერსედესმა“ ეს ავტომობილი დაშალა და პრესის გამოყენებით გაანადგურა.
No comments:
Post a Comment