Ayrton Senna's First F1 Racecar from 1984 Hits the Auction Block
22 მარტი
სარბოლი ავტომობილი, სახელად „ტოულმენ TG184-2“, რომლითაც ლეგენდარულმა აირტონ სენამ, 1984 წელს ფორმულა ერთში პირველი სეზონი გაატარა, მალე აუქციონზე გაიყიდება. აუქციონს, სახელწოდებით „სპრინგ სეილ“, 16 მაისს, სააუქციონო სახლი „სილვერსტოუნ უქშენზის“ მასპინძლობით ჩატარდება.
ამ ავტომობილით, აირტონ სენამ 1984 წელს მონაკოს დიდ პრიზზე, კოკისპირულ წვიმაში, მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, ბრიტანულ ეტაპზე კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა, კანადაში კი მე-7 ადგილს დასჯერდა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომავალი სეზონისთვის ის „ლოტუსში“ მიეწვიათ.
ბოლო 16 წლის განმავლობაში, ეს ავტომობილი კერძო კოლექციაში იმყოფებოდა. უფრო ადრე ვინ იყო მისი მფლობელი, ამაზე „სილვერსტოუნ უქშენზის“ რელიზი არაფერს გვატყობინებს. სამაგიეროდ გვატყოვინებს, რომ ავტომობილი სრულადაა აღდგენილი და მუშა მდგომარეობაში იმყოფება.










No comments:
Post a Comment