FIA rejects claims that Mercedes's rear wing is illegal
22 მარტი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „მერსედესის“ მანქანის უკანა ფრთა არ არღვევს ტექნიკურ რეგლამენტს და მის გამო, „რედ ბულს“ და „ლოტუსს“ პრეტენზიები ტყუილად აქვთ. ამ ორ გუნდს, აღნიშნული საკითხის შესახებ განმარტების მიღება, მალაიზიის დიდ პრიზამდე სურდათ. ისინი თვლიან, რომ ფრთა, რომლის წყალობითაც, სარბოლო ავტომობილის სიჩქარე სწორ მონაკვეთებზე იზრდება, პილოტის მიერ იმართება და ამდენად, არალეგალურია.
FIA-სა და ყველა გუნდის წარმომადგენლებს შორის, ამ თემის განხილვა სეპანგის ავტოდრომის კონფერენც დარბაზში გაიმართა. ფედერაციის ტექნუკურმა დეპარტამენტმა „მერსედესის“ მანქანის უკანა ფრთის ლეგალურობა ოფიციალურად დაადასტურა და ამის საბაბი ყველას განუმარტა. მთავარი ისაა, რომ სისტემა პილოტისგან დამოუკიდებლად მუშაობს. რაც მთავარია, რეგლამენტში არ არის პუნქტი, რომელიც DRS-ის მიერ მართვად ელემენტს აკრძალავს.
„ეს სრულიად პასიური სისტემაა და მას პილოტთან არანაირი კავშირი არ აქვს. მას არც მოძრავი ნაწილები აქვს. არ უკავშირდება საკიდარს და საჭის მექანიზმს. და მე ვერ ვხედავ წესს, რომელიც მის აკრძალვას მაიძულებს“, - ჯერ კიდევ ავსტრალიაში განაცხადა FIA-ს რბოლების დირექტორმა და ფ1-ის ტექნიკური დეპარტამენტის შეფმა ჩარლი უაიტინგმა.
„ლოტუსს“ და „რედ ბულს“, რომლებიც ყველაზე აქტიურად ცდილობდნენ ამ სისტემის აკრძალვას, ახლა ორი გზა აქვთ: ან გააპროტესტონ FIA-ს გადაწყვეტილება, ან თავადაც დაიწყონ მსგავსი სისტემის შემუშავება.
No comments:
Post a Comment