Whitmarsh says no single team appears set to dominate in Australia
12 მარტი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია, ახალი სეზონის პირველ რბოლას, რმელსაც ავსტრალიის ქალაქი მელბურნი უმასპინძლებს, გამოკვეთილი ფავორიტები არ ეყოლება. გასულ სეზონში „რედ ბულს“ თავიდანვე არ ჰყავდა ბადალი, მაგრამ ახალი სეზონის წინ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პელოტონს გამოკვეთილი ფავორიტები არ ჰყავს.
უიტმარშის თქმით, სარბოლო სიმულაციებისას აღებული დროების ანალიზმა ცხადყო, რომ მისი გუნდი მელბურნისთვის კარგადაა მომზადებული. თუმცა იქვე დასძენს, რომ ვერც „მაკლარენი“ და ვერც სხვა გუნდები, მელბურნში ფავორიტები ვერ იქნებიან.
„ცუდი ამბავი ის მაქვს, რომ ჩვენ მელბურნში დომინანტები ვერ ვიქნებით. კარგი ამბავი ის მაქვს, რომ ვერც ვერავინ იქნება დომინანტი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ კონკურენტუნარიანები ვიქნებით. მანქანა გამძლე და საიმედოა. ჩვენს მრბოლებს ის მოსწონთ. სეზონის წინ, ასე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ტესტების დროს ყველა ფაქტორის გათვალისწინება და ასე მანქანების უნარის შეფასება. სარბოლო სიმულაციები უკეთეს წარმოდგენას იძლევა და სწორედ მათზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ“, - ამბობს უიტმარში.
კითხვაზე, რას ფიქრობს „მაკლარენის“ საჩემპიონო შანსების შესახებ, უიტმარში პასუხობს: „იმედი მაქვს, არ შევცდები, თუ ვიტყვი, დიახ. ზოგი ალბათ ცდილობდა, ყველასთვის თავგზა აებნია და მანქანები ცარიელი ავზებით გამოჰყავდა ტრასაზე. ის ვიცი, რომ ჩვენ და „რედ ბული“ ასე არ ვიქცეოდით. ჩვენ საკვალიფიკაციო სიმულაციები არ ჩაგვიტარებია. სეზონისთვის მზადებამ უკეთ ჩაიარა, ვიდრე შარშან. ჩვენ ორი შესანიშნავი მრბოლი გვყავს, რომლებსაც გამარჯვება სწყურიათ. და ჩვენ რბოლებს აუცილებლად მოვიგებთ. და თუ საკმარისად ბევრს მოვიგებთ, მაშინ ჩემპიონებიც გავხდებით“.
მას ლუის ჰამილტონის შარშანდლ პრობლემებზეც ჰკითხეს: „ის უმაღლესი კლასის მრბოლია და გასულ სეზონში სამი რბოლა მოიგო. მაგრამ ეს ის არ იყო, რაც დააკმაყოფილებდა. როცა ატარებ სეზონს, რომელშიც საკუთარ მოლოდინს ვერ ამართლებ, თუ პროფესიონალი ხარ, შენი ცხოვრების ყველა ასპექტს გადახედავ და დასკვნებს გააკეთებ. ვფიქრობ, ტესტებზეც და მედიასთან ურთიერთობის დროსაც შენიშნავდით, რომ ის ორ ძირითად რამეზეა ფოკუსირებული: ჯერ ერთი, დაამარცხოს საკუთარი თანაგუნდელი და მეორე, დაამარცხოს ყველა დანარჩენი“.
No comments:
Post a Comment