Wednesday, April 25, 2012

რა ბედი ელის „ლამბორგინი ესტოკეს“?


What happened to the Lamborghini Estoque?
25 აპრილი
ეს კითხვა მას შემდეგ არ კარგავს აქტუალობას, რაც იტალიურმა კომპანიამ პარიზის 2008 წლის მოტორ შოუზე კონცეპტუალური სედანი, სახელად „ესტოკე“ წარადგინა. ეს ავტომობილი წარმოებისთვის მომზადებულს ჰგავდა და თითქოს, მისი წარმოების საკითხიც გადაწყვეტილი იყო. მაგრამ შემდეგ „ლამბორგინიმ“ მარკეტინგული გამოკვლევა ჩაატარა, რომელსაც უნდა გაერკვია, ბაზარი რომელ მისი მარკით სედანს უკეთ მიიღებდა, თუ უგზოობის ავტომობილს.

შარშან გაირკვა, რომ არჩევანი უგზოობის ავტომობილზე შეჩერდა, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც სანტ’აგატა ბოლონეზელებმა, ახლახანს პეკინის ავტო შოუზე გვიჩვენეს. მაგრამ როგორც ირკვევა, „გაბრაზებულ ხარებს“ „ესტოკეზე“ საბოლოოდ უარი მაინც არ უთქვამთ - კომპანიის შეფი შტეფან ვინკელმანი ამბობს, რომ მართალია, „ესტოკეს“ პროექტი ჯერ ისევ თაროზეა, მაგრამ იქ საბოლოოდ ალბათ არ დარჩება.
„სედანის პროექტი ჯერჯერობით გაყინულია, რაც რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. მიზეზთა შორისაა ის ფაქტი, რომ შესაფერისი პლატფორმა არ გვაქვს. ასეთი ავტომობილის წარმოების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, თუმცა ამ ეტაპზე, უფრო მეტად პერსპექტიულად, უგზოობის ავტომობილს მივიჩნევთ“, - ამბობს ვინკელმანი.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, თავისი სამოდლეო გამა რადიკალურად შეცვალა „პორშემ“, როცა უგზოობის „კაიენის“ წარმოება დაიწყო. ამ ავტომობილმა გერმანულ კომპანიას უზარმაზარი მოგება მოუტანა. და ახლა მასზე მომცრო მოდელის გადაწყდა. ოღონდ, მანამდე „პორშემ“ სედან „პანამერას“ წარმოება დაიწყო. როგორც ჩანს, „ლამბორგინიც“ დაახლოებით იგივე გზას გაივლის...

No comments:

Post a Comment