Wednesday, April 25, 2012

„ბრილიანსის“ სამი პრემიერა პეკინში


Brilliance Auto Greater China II Concept and H230 Compact Sedan
25 აპრილი
გრეიტ ჩაინა II
პეკინის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩინური კომპანიები აქტიურობენ. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „ბეემვეს“ პარტნიორი „ბრილიანს ავტო“, რომლის საგამოფენო სტენდზეც სამი ახალი ავტომობილი დგას. მათ შორის ორი კონცეპტუალურია და ერთიც - წარმოებისთვის მომზადებული.

H230
სიახლეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ელეგანტური საშუალო ზომის სედანი „გრეიტ ჩაინა II“ (დიდი ჩინეთი 2). „ბრილიანსი“ აცხადებს, რომ ეს ავტომობილი კონცეპტუალური კი არის, მაგრამ მალე მისი წარმოება იგეგმება. სავარაუდოდ, ეს ორ წელიწადში მოხდება და „გრეიტ ჩაინა II“ კომპანიის გამაში უმაღლეს, ფლაგმანის საფეხურს დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ სედანის სიგრძე თითქმის 5 მეტრს აღწევს. ამასთან, პეკინის გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატი ჰიბრიდული ძალური სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც ბენზინის და ელექტრული ძრავია გაერთიანებული.
H530
მეორე კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად H530 REEV, ელექტრულია და ის „ბრილიანსის“ ერთ-ერთ სედანზეა ბაზირებული. ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ და ისიც უცნობია, ეს „ბრილიანსის“ შესაძლებლობათა დემონსტრირება იყო, თუ მომავალი სერიული ავტომობილის პროტოტიპი.
დაბოლოს, მესამეა კომპაქტური ზომის სედანი H230, რომელიც სიგრძეში 4.4 მეტრია და ბენზინის 1.3 და 1.5-ლიტრიანი ძრავეით აღიჭურვება. ამ ავტომობილის წარმოებას „ბრილიანსი“ ზაფხულში შეუდგება.

No comments:

Post a Comment