Wednesday, April 25, 2012

„ლითია“ - ჩინური ექსპერიმენტული ელექტრომობილი


CH-Auto's Lithia Electric Sports Car Prototype
25 აპრილი
„CH-აუტო“ ჩინური საავტომობილო კვლევისა და განვითარების კომპანიაა, რომელიც 2003 წელს ჩამოყალიბდა. სამი წლის წინ, მისი დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელად, „ჯენერალ მოტორსის“ დიზაინის ყოფილი მენეჯერი დენ დარანკუ მუშაობს. ამ კაცს ამერიკულ კომპანიაში რამდნიმე პროექტზე აქვს ნამუშევარი და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა, რომელსაც ახლა ჩინურ კომპანიას ახმარს.

პეკინის ავტო გამოფენაზე, „CH-აუტომ“ კონცეპტუალური სპორტული ელექტრომობილი „ლითია“ გამოფინა, რომელიც პროფილში „აუდის“ სუპერ ავტომობილ R8-ს მოგაგონებთ. ამასთან, „ლითია“ რამდენიმე ექსპერიმენტული აეროდენიმიკური ელემენტითაა აღჭურვილი. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი ეს სულაც არაა...
ზემოთ რომ არ გვეთქვა, ალბათ სახეკიც მიგანიშნებდათ, რომ ეს ელექტრომობილია. „ლითიას“ მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. მისი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 150 კილომეტრის გავლა შეძლოს.

No comments:

Post a Comment