Wednesday, April 25, 2012

საფრანგეთის დიდი პრიზი კალენდარს დაუბრუნდება


Bernie Ecclestone says deal for French Grand Prix's Formula 1 return is done
25 აპრილი
ამას თვით ბერნი ეკლსტოუნი გვპირდება. თანაც, ფორმულა ერთის იმპრესარიო ამბობს, რომ რბოლებს მანი კურის კი არა, პოლ რიკარის ავტოდრომი უმასპინძლებს. მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობასთან, ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. ამის შესახებ, ბერნიმ პირველად ინფორმაცია ფრანგულ გამოცემა „ლ’ეკიპს“ მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ რბოლა, რომელიც მანი კურზე იმართებოდა, კალენდრიდან 2009 წელს ამოვარდა. ამის მიზეზი კი ფინანსური პრობლემები გახდა.

ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ დაადგინა, რომ ფ1-სა და საფრანგეთის დიდ პრიზს შორის კონტრაქტი ხუთი რბოლის ჩატარებას ითვალისწინებს. თანაც, რბოლები კენტ წლებში გაიმართება. ფრანგული რბოლა კალენდარს 2013 წელს დაუბრუნდება და ასევე 2015, 2017, 2019 და 2021 წლებში გაიმართება. რბოლისთვის პოლ რიკარის ავტოდრომის სრულ ვერსიას გამოიყენებენ.
„შეთანხმება მიღწეულია. საფრანგეთის სპორტის მინისტრ დავიდ დუილესთან ფინანსური საკითხები შეთანხმებულია. ამასთან, მოლაპარაკება მცირე დეტალებზე გრძელდება, მაგრამ ვთვლი, რომ მტავარი საკითხები შეთანხმებულია, წვრილმანებს კი აუცილებლად მოვაგვარებთ“, - ამბობს ბერნი.
იყო ლაპარაკი იმაზე, რომ წყვილ წლებში ფრანგულ ეტაპს ბელგიური შეენაცვლება, მაბრამ ბერნის ამაზე არაფერი უთქვამს. ბელგია იმის გამო იყო ნახსენები, რომ ამ ეტაპის ორგანიზატორები, დიდი ხანია, ფინანსურ კრიზისში არიან.
ეკლსტოუნი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის სპორტის მინისტრთან მიღწეული შეთანხმება, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული არ იქნება. კითხვაზე, როდის გაფორმდება ხელშეკრულება საფრანგეთის დიდი პრიზის ორგანიზატორებთან, ბერნი პასუხობს: „თუ ისინი ისურვებენ, ეს მათი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მოხდება. მაგრამ არჩევნების შედეგებზე არაფერია დამოკიდებული“.

No comments:

Post a Comment