Lamborghini trademarks the name "Deimos"
9 აპრილი
„ლამბორგინის“ ერთი საინტერესო ტრადიცია აქვს - თავის ავტომობილებს კორიდასთან დაკავშირებულ სახელებს არქმევს. მაგრამ როგორც ჩანს, მალე ეს ტრადიცია დაირღვევა, რადგან როგორც გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იტყობინება, იტალიურმა კომპანიამ დაარეგისტრირა სახელი „დეიმოს“, რომელიც ბერძნული მითოლოგიიდან მოდის და კავშირი არ აქვს ხარების ბრძოლასთან.
„ლამბორგინი“ მალე პეკინის ავტო შოუზე, უგზოობის კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს. ამასთან, კომპანიამ მალე უნდა შეცვალოს თავის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ავტომობილი „გალიარდო“. ახალი სახელი კი აშკარად ერთ-ერთისთვისაა განკუთვნილი, რადგან ცნობილია, რომ დარეგისტრირებულ სახელებს სანტ’აგატა ბოლონეზელები აუცილებლად იყენებენ.
ბერძნულ მითოლოგიაში, დეიმოსი აფროდიტესა და არესის შვილი ყოფილა და მისი სახელი ძალადობას და ტერორს უკავშირდება. სხვათა შორის, ეს სახელი მარსის ერთ-ერთ თანამგზავრსაც ჰქვია. ამ სახელით პერსონაჟი (ფოტოზე) ვიდეოთამაშ „ომის ღმერთშიც“ ფიგურირებს.
არსებობს ვარაუდი, რომ „გალიარდოს“ შემცვლელს „ლამბორგინი“ სახელად „კაბრერას“ დაარქმევს. ეს სახელი სწორედ კორიდიდან მოდს, ის ერთ-ერთ სახელოვან ხარს ერქვა. და თუ მართლაც ასე მოხდა, „დეიმოსი“ უგზოობის კონცეპტქარს დარჩება...
No comments:
Post a Comment