Hyundai Veracruz to end production "around November," replaced by Santa Fe
4 აპრილი
ნიუ იორკის ავტო შოუზე გამოსვლისას, „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ მტავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ მალე მისი კომპანია შეწყვეტს „ვერაკრუსის“ წარმოებას, სამოდელო გამაში კი მის ადგილს ახალი „სანტა ფეს“ შვიდადგილიანი ვერსია დაიკავებს. „მალე „ვერაკრუსის“ წარმოებას გავაჩერებთ. და ეს ალბათ ნოემბერში მოხდება“, - განაცხადა კრაფჩიკმა, რომელმაც ნიუ იორკის ავტო შოუზე „სანტა ფეს“ ხუთ და შვიდადგილიანი ვერსიები წარადგინა.
„ვერაკრუსი“ შედარებით სახელია „ჰიუნდაის“ საწარმოო პროგრამაში. მისი დებიუტი 2007 წელს შედგა. თუმცა, ავტომობილი ვერაფრით გახდა პოპულარული ამერიკის ბაზარზე, რომლისთვისაც ის შეიქმნა. ამიტომ, კორეულმა კომპანიამ მისი გაჩერება გადაწყვიტა.
„ბაზარზე ახალი სახელის დამკვიდრება ძალიან ძნელია. ამას 50-დან 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია სჭირდება. ჩვენთვის „სანტა ფე“ ოქროს სახელია. ეს შესანიშნავი პროდუქტია. და ამიერიდან, ის კიდევ უფრო ეფექტური გახდება სამარკეტინგო დანახარჯების თვასაზრისით“, - ამბობს კრაფჩიკი.
„სანტა ფეს“ ორი ვერსიის წარმოება იმითაცაა გამართლებული, რომ მათ შორის სხვაობა ძალიან მცირეა, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ბაზარზე ორი განსხვავებული მოდელის სახით გამოვა. ამ ორ ავტომობილს შორის განსხვავება შეიძლება შენიშნოთ, თუ მათს შუა საყრდენის უკანა ნაწილებს დააკვირდებით. სამაგიეროდ, როგორც იქნა, „სანტა ფე“ შეუერთდა იმ მოდელების სიას, რომლებიც ეგრეთ წოდებული „თხიერი სკულპტურის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული. ამ სტილმა დიდი პოპულარობა მოუტანა „სონატასა“ და „ელანტრას“ და როგორც ჩანს, ამ მხრივ, გამონაკლისი არც „სანტა ფე“ იქნება თავისი ორივე ვერსიით.
No comments:
Post a Comment