Container Turns Hyundai Elantra into a Low Rider
4 აპრილი
ეს სპეციალური სარეკლამო ფოტოები არ გეგონოთ, თუმცა „ჰიუნდაიმ“ ეს შემთხვევა საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის მაინც გამოიყენა. შემთხვევა სამხრეთ კორეის მეორე უდიდეს ქალაქ ბუსანში მოხდა. ძლიერმა ქარმა კონტეინერის მზიდი გვერდზე გადააბრუნა და უზარმაზარმა კონტეინერმა ახალთახალი „ჰიუნდაი ელანტრა“ ქვეშ მოიყოლა. საბედნიეროდ, მანქანამ უზარმაზარი სტრუქტურის წონას გაუძლო და არ მასში მსხდომნი დაზარალებულან. კორეულმა კომპანიამ კი ეს შემთხვევა იმის საილუსტრაციოდ აიტაცა, რომ მისი მანქანები არნახულ დატვირთვასაც კი უძლებენ.
„ჰიუნდაიმ“ ეს ფოტოები თავის ფეისბუკის გვერდზე დადო, რომელსაც 2 მილიონზე მეტი მომწონებელი ჰყავს. და იქ მათ წააწერა - „მე კარგად ვარ“ - ელანტრა. ქვემოთ კი უფრო „ხორციანი“ განმარტება მოაყოლა: „ავტომობილი, რომელმაც მთელს მსოფლიოში, წლის საუკეთესო ავტომობილის არაერთი ჯილდო მოიგო, ქარს კონტეინერის წაღების საშუალებას არ აძლევს“.
ქვედა ფოტოს თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ კონტეინერის გამწევი ტრეილერი კონკურენტი „დეუს“ წარმოებისაა...
No comments:
Post a Comment