Red Bull will decide on its exhausts strategy over the new few days
16 აპრილი
ახალი გამოსაბოლქვი |
ჩინური დიდი პრიზის შემდგ, „რედ ბულს“ არჩევანი აქვს გასაკეთებელი - ისევე როგორც შანჰაიში, ორივე მანქანას განსხვავებული გამოსაბოლქვი დაუყენოს, თუ სებასტიან ფეტელის მანქანაზეც ახალი გამოსაბოლქვი სისტემა გამოიყენოს. ეს ორჭოფობა მსოფლიო ჩემპიონის ბრალია, რომელმაც შანჰაიში ძველი გამოსაბოლქვით ასპარეზობა ამჯობინა.
ფეტელი ამბობს, რომ ძველი გამოსაბოლქვი მის სტილს შეეფერება და ამ სისტემით, თავად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტელემეტრია სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. კერძოდ ჩინეთში, მარკ უებერის აღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ახალი სისტემის საშუალებით საშუალო სიჩქარე უკეტესია.
„რედ ბულში“ არ მალავენ, რომ ორ სისტემას შორის არჩევანი აუცილებლად გაკეთდება და რომ ორივე მანქანაზე მალე ერთნაირ სისტემას დააყენებენ. თუმცა გუნდში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ახალმა სისტემამ უკეთესი მონაცემები შანჰაის ტრეკის თავისებურებათა წყალობით გამოავლინა. ამიტომ, ახლა ტექნიკურმა დრექტორმა ედრიან ნიუიმ უნდა გადაწყვიტოს, ორივე სისტემა ბაჰრეინშიც გამოიყენოს, თუ არა.
ძველი გამოსაბოლქვი |
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ორ მანქანას სეზონის განმავლობაშიც განსხვავებული გამოსაბოლქვი ჰქონდეს, „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს: „შესაბამის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ. ჩინეთში საინტერესო მონაცემები ავიღეთ როგორც სავსე, ასევე დაცარიელებული ავზების დროს. ახლა მთავარია, ზუსტად განვსაზღვროთ, ორი სისტემიდან რომელი უკეთესია“.
ის დასძენს, რომ ფეტელის მიერ ძველი გამოსაბოლქვის არჩევა მხოლოდ მისი განსხვავებული სარბოლი სტილით იყო განპირობებული: „გაუმჯობესებულ მანქანას აქვს ზოგი მახასიათებელი, რომლებიც ფეტელის სტილს არ შეესაბამება. ამ მახასიათებლებით, მანქანას მოსახვევში უფრო მაღალი სიჩქარით შესვლა შეუზლია, ვიდრე ადრე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ რბოლაში ორი განსხვავებული მანქანა გაგვეყვანა, ედრიანს ეკუთვნის. ამის მიზეზი ისაა, რომ მას სურს, შედარების საშუალება ჰქონდეს. ჩინეთში ასეც მოვიქეცით და ეს ძალიან პროდუქტიული ექსპერიმენტი იყო. იქ უამრავი ინფორმაცია დაგვიფროვდა, რომელთა შეჯამების შემდეგაც გადავწყვეტთ, რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ განვითარება“.
No comments:
Post a Comment