Opel Junior Opus 1: "It’s only a code name"
16 აპრილი
ეს ინფორმაცია „ოპელის“ ბუდაპეშტის ოფისმა მოგვაწოდა, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანული კომპანია წარმოებისთვის სრულიად ახალ, მინი ავტომობილს ამზადბს, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. ავტომობილს ამ ეტაპზე კოდურ სახელად „ჯუნიორი“ შეურჩიეს, თუმცა სავარაუდოდ, პარიზში მას სხვა სახელით წარადგენენ.
ახალი ავტომობილის შესახებ პირველი ინფორმაცია სწორედ ესაა - „ჯუნიორი“ მხოლოდ კოდური სახელია, ფსევდონიმი. წერილს აქვს სათაური და კომიქსებით გადმოცემული ინფორმაცია. კომიქსი „ოპელის“ კომუნიკაციების ჯგუფის თათბირს ასახავს, რომელზეც ჯგუფის ახალი წევრი, ახალი ავტომობილის შესახებ კითხვებს სვამს და მასზე მოკლე პასუხებს ღებულობს.
პასუხები გვამცნობს, რომ: „ეს არის ჩვენი ახალი პატარა ოპელი, ძალიან ინდივიდუალური მანქანა, 4-ადგილიანი, გერმანული საინჟინრო აზროვნების ნაყოფი, სიგრძეში 3.70 მეტრი, სამკარიანი, „ოპელის“ ტიპიური გარეგნობით - დაკუნთული, დინამიურ სტილში, გარედან და შიგნიდან ახალგაზრდული გემოვნების შესაფერისი. ბაზარზე 2013 წელს გამოვა.
თათბირზე ისმის კითხვა - როდის გავაგებინებთ ხალხს ამ პატარას ნამდვილ სახელს? პასუხი - 8 მაისს. დაბოლოს, გაგრძელება იქნება...
No comments:
Post a Comment