Kobayashi encouraged by Sauber updates despite
poor weather at Mugello
1 მაისი
კამუი კობაიაში თვლის, რომ „ზაუბერი“ მუჯელოს
ტესტებისთვის ძალიან კარგად მოემზადა და გუნდის მიერ მანქანის კონსტრუქციაში
შეტანილი ცვლილებები სასურველ შედეგს იძლევა. მართალია, მუჯელოს ტესტების პირველი
დღე წვიმამ აურია, მაგრამ კობაიაში ირწმუნება, რომ სიახლეებით მიღებული უპირატესობები
აშკარაა.
შვეიცარიული გუნდის ინჟინრების მიერ მომზადებული
ცვლილებების სიმრავლე მართლაც შთამბეჭდავია. მათ შეცვალეს გამოსაბოლქვი სისტემა,
წინა ფრთა და დიფუზორი. სამწუხაროდ, იაპონელმა მრბოლმა პირველ დღეს, მშრალ ტრასაზე
მხოლოდ რამდენიმე წრის გავლა მოასწრო. და მაინც, ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ გავლილი
მანძლი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მანქანას მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოეხდინა.
„რა თქმა უნდა ძნელია, მანქანა შეაფასო, როდესაც ამინდი
ხელს არ გიწყობს. მაგრამ ამ მომენტში, ჩვენ უარყოფითი განწყობისთვის არანაირი
საფუძველი არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ ხვალ მაინც მშრალ ამინდში ვარჯიშის
საშუალება მოგვეცემა“, - ამბობს კობაიაში. სხვათა შორის, გუნდების უმეტესობა, თავისი
სიახლეების ჩვენებას საღამომდე მოერიდა. „ზაუბერმა“ კი თავიდანვე განახლებული
მანქანით ვარჯიში გადაწყვიტა.
„ჩვენ
გვინდოდა, რომ ამ სიახლეების ეფექტურობის მაჩვენებელი მონაცემები აგვეღო. არ ვიცით,
ამინდი როგორი იქნება. ამიტომ, რისი საშუალებაც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა
გამოვიყენოთ. სხვანაირად სიახლეების შემოწმებას ვერ შევძლებთ. გამოსაცდელი ბევრი
რამ გვაქვს. ასე რომ, სწორად მოვიქეცით, რომ დილიდანვე შევუდექით საქმეს“, -
დასძენს კობაიაში.
No comments:
Post a Comment