Monday, April 30, 2012

ხორვატული სუპერ ელექტრომობილი 980 000 დოლარად


Rimac Concept One shows up in Monaco with $980k sticker price
30 აპრილი
ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე, ხორვატულმა კონცეპტუალურმა სუპერ ავტომობილმა „რიმაკ კონცეპტ ვანმა“ სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. და ეს არამხოლოდ მისი დიზაინის დამსახურება იყო, რომელიც „პინინფარინას“ ყოფილმა დიზაინერებმა შეიმუშავეს, არამედ იმისაც, რომ ავტომობილს შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს ელექტროძრავი, უფრო სწორედ, ძრავები ანიჭებს.

ავტომობილი სულ 4 ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც მისმა შემქმნელებმა ბორბლებში განათავსეს. მათი ჯამური სიმძლავრე 1088 ცხენის ძალას აღწევს. ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 92 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმსიათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით 600 კილომეტრი გაიაროს. ყველაფერთან ერთად, „რიმაკის“ პირველ კონცეპციას ადგილიდან ასის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი არ გამოცხადებულა.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ უცნობმა ხორვატულმა კომპანიამ ამ ელექტრული მონსტრის წარმოება გადაწყვიტა. „რიმაკმა“ გამოაცხადა, რომ მხოლოდ 88 ცალი „კონცეპტ ვანის“ გამოშვებას აპირებს, რომლებსაც თითოეულს 980 000 დოლარად გაჰყიდის. ავტომობილის რეკლამირებისთვის, ის მალე მონაკოში, გამოფენა „ტოპ მარკიზზე“ გამოიტანს, რომელსაც მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ესწრებიან.


No comments:

Post a Comment