2 მაისი
გოჩა ქსოვრელმა თავის ახალ პროექტზე მუშაობა
დაიწყო. ესკიზების შემდეგ, ის 1:5 მასშტაბის მაკეტის დამზადებას შეუდგა. ჯერ
მაკეტის მხოლოდ ერთი ნახევარია შემუშავებული და ისიც ისე, რომ ჯერ ზედაპირი
დაუმუშავებელია, თუმცა მომავალი ავტომობილის ნაკვთები ისახება.
ავტომობილი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს,
შუაძრავიანია. მის დონორად ავტორმა „ალფა რომეოს“ 3.0-ლიტრიანი V8
აირჩია, რომელიც განივად განლაგდება. ამ აგრეგატის სიმძლავრე 240 ცხენის ძალამდეა,
თუმცა კომპიუტერული პროგრამის მოდიფიცირების შემდეგ, სიმძლავრე 300 ცხენის ძალამდე
გაიზრდება.
ავტომობილის სხვა თავისებურებათაგან აღსანიშნავია:
ფორმულა ერთის სტილის აწეული ცხვირი, შუაზე გაყოფილი რადიატორი, ძრავის ცენტრალური
ჰაერის ამღები, რომელიც სახურავის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული, უკანა ზორმა დიფუზორი,
ორადგილიანი სალონი-კოკპიტი, და კარები, რომლებიც ნაწილობრივ „ლამბორგინის“
სტილში, ნაწილობრივ კი თოლიას ფრთის სტილში იღება. ამასთან, კარები სახურავზე
გადადის, სადაც მას მეორე ბურთულოვანი საყრდენიც უნდა ჰქონდეს. თუმცა, არაა
გამორიცხული, რომ მისი კონსტრუქცია შეიცვალოს. შასის შექმნისას, ფოლადის ოთხკუთხა
მილებს გამოიყენებენ, ძარა კი შუშისა და კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადდება.
ასევე ნახეთ: გოჩა ქსოვრელის წინა ნამუშევარი: http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html
No comments:
Post a Comment