Hyundai adding third shift, nearly 900 jobs in
Alabama
2 მაისი
ბევრი ფიქრის შემდეგ, „ჰიუნდაიმ“ გადაწყვიტა, რომ
ამერიკის ბაზარზე მიწოდების გასაზრდელად, ქალაქ მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხანაში
მესამე ცვლა აამოქმედოს. ეს სექტემბერში, მას შემდეგ მოხდება, რაც ქარხნის შტატი 877
ახალი თანამშრომლით შეივსება. მესამე ცვლის ამოქმედების შემდეგ, ქარხანა, რომლის ნომინალური
საწარმოო სიმძლავრეც წლიური 300 000 ავტომობილია, დამატებით 20 000 ავტომობილის
გამოშვებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ შარშან ამერიკის ბაზარზე კორეული
კომპანიის გაყიდვები 20 პროცენტით გაიზარდა. მართალია, წელს ეს ტემპი
განახევრებულია, მაგრამ დილერები ავტომობილების მუდმივ ნაკლებობას მაინც განიცდიან,
რის გამოც, „ჰიუნდაის“ მოთხოვნის კორეიდან იმპორტის დახმარებით დაკმაყოფილება
უწევდა. ყოველივეს მიუხედავად, „ჰიუნდაის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს ახალი
ქარხნების მშენებლობას, რადგან პრიორიტეტულად მაღალი ხარისხის შენარჩუნებას
მიიჩნევს.
ამერიკაში კორეული კომპანიის ავტომობილებიდან
ყველაზე პოპულარული სედანი „სონატაა“, რომლის გაყიდვებიც 6 პროცენტითაა გაზრდილი.
მეორე საუკეთესო გაყიდვადი ავტომობილია სედანი „ელანტრა“, რომლის გაყიდვებიც,
პირველ კვარტალში 8 პროცენტითაა გაზრდილი. ამერიკისთვის ორივე ავტომობილს „ჰიუნდაი“
მონტგომერის ქარხანაში აწარმოებს.
ცნობისათვის,
აღნიშნულ ქარხანაში, შარშან კორეულმა კომპანიამ 338 127 ავტომობილი გამოუშვა.
მესამე ცვლის დამატებით, კორეელები მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დროებით
შესძლებენ, თუმცა მალე წარმოების ნაკლებობის პრობლემა კვლავ იჩენს თავს და მაშინ,
ახალი ქარხნის აშენება გარდაუვალი გახდება.
No comments:
Post a Comment