Thursday, May 3, 2012

„მერსედესი“ უგზოობის კომპაქტურ მოდელზე მუშაობს


Mercedes Rumored to be Working on New GLA Compact SUV
3 მაისი
A-კლასის ხუთკარიანი ჰეჩბეკის გამოშვება მხოლოდ დასაწყისია მცირე კლასში „მერსედესის“ გააქტიურებისა. ამ ავტომობილს კიდევ არაერთი მოჰყვება, მათ შორის ოთხკარიანი სპორტული სედანი CLA, რომელიც სამქიმიანებმა პეკინის ავტო გამოფენაზე კონცეპტუალური ავტომობილის სახით წარადგინეს და კომპაქტური ზომის ქროსოვერი.

ამ უკანასკნელის შესახებ, ახლახანს ინფორმაცია გაავრცელა ბრიტანულმა გამოცემა „ქარ მეგზინმა“, რომელიც გვამცნობს, რომ A-კლასზე ბაზირებული უგზოობის ავტომობილს შტუტგარტელები GLA-ს სახელით გაგვაცნობენ. შეგახსენებთ, რომ გერმანული კომპანია თავისი ავტომობილების აბრევიატურების სისტემას ცვლის და ახალი სისტემით, ასო G-ს უგზოობის ავტომობილებისთვის და ქროსოვერებისთვის გამოიყენებენ.
გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ GLA-ს პლატფორმას (MFA - მერსედესის წინაამძრავიანი არქიტექტურა) A-კლასის ჰეჩბეკისგან გაიზიარებს და მისსავე ბორბლებს შორის ბაზის სიგრძეს (2.7 მ) შეინარჩუნებს. მისი სიგრძე დაახლოებით 4.4 მეტრის ფარგლებში იქნება. ანუ, ამ პარამეტრით ის ახლოს იქნება თავის ორ უმტავრეს მეტოქესთან - „აუდი Q3-თან“ და „ბეემვე X1-თან“.
ძრავების გამაში, ბენზინის და დიზელის ოთხცილინდრიანი აგრეგატები შევა. წინაამძრავიან ტრანსმისიასაც GLA იმავე A-კლასის ჰეჩბეკისგან მიიღებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება სრულამძრავიანი სისტემის დაყენებაც.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ბაზარზე ჯერ სპორტული სედანი CLA გამოცა (მერმისს), ერთი წლის შემდეგ კი მას GLA-ც მოჰყვება. 

No comments:

Post a Comment