Monday, May 21, 2012

გლიკენჰაუსის „ფერარი“ ნურბურგრინგის რეკორდსმენია


James Glickenhaus claims fastest lap by a Ferrari ever on the 'Ring
21 მაისი

ამერიკელმა ინვესტორმა ჯეიმს გლიკენჰაუსმა, თავისი ექსკლუზიური „ფერარი 4/5 კომპეტიციონეთი“, ნურბურგრინგის 24-საათიანი რბოლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც ტრასის ლეგენდარულ ჩრდილოურ მარყუჟზე ჩატარდა, „ფერარის“ ავტომობილების აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. 20.8 კილომეტრი მან 6 წუთსა და 51 წამში გაიარა. ეს კი 7 წამით ნაკლებია ძველ საუკეთესო შედეგზე, რომელიც ორი წლის წინ, „ფერარი 599XX-ით“ დამყარდა.

აღსანიშნავია, რომ გლიკენჰაუზის „ფერარიზე“ სწრაფად, ნურბურგრინგის ტრასა მხოლოდ ერთ (არასარბოლ) ავტომობილს - „პაგანი ძონდა R-ს“ აქვს გავლილი, რომელიც ასევე არაა განკუთვნილი საერთო სარგებლობის გზებისთვის. ამ ავტომობილმა ორი წლის წინ, დიდი მარყუჟი 6 წუთსა და 47 წამში გაიარა. ყველანაირ ავტომობილს შორის კი აბსოლუტური რეკორდსმენი „პორშე 956-ია“, რომლითაც გერმანელმა შტეფან ბელოფმა ერთი წრის გავლა 6 წუთსა და 11 წამში შეძლო.
აღსანიშნავია, რომ გლიკენჰაუსის შეკვეთით, „ფერარის“ დაუმზადებია. პირველის საფუძვლად „ენცო“ გამოიყენეს და V12 ძრავით აღჭურვეს, რომლის სიმძლავრეც 660 ცხენის ძალა იყო. „ფერარი 4/5 კომპეტიციონე“ „ფერარი 430 სკუდრიას“ შასიზეა აგებული, მისი მახასიათებლები კი არ გამოქვეყნებულა.

No comments:

Post a Comment