Monday, May 21, 2012

„მერსედესის“ მოოქროვილი ლიმუზინები კანის ფესტივალისთვის


Mercedes Greets Cannes International Film Festival Guests with a Fleet of Gold-Wrapped Limos
21 მაისი

კანის წლევანდელი კინოფესტივალისთვის, „მერსედეს-ბენცმა“ და მისმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა სუბ-ბრენდმა AMG-მ მოოქროვილი ლიმუზინების და ქროსოვერების მთელი კოჰორტა მოამზადეს.

გერმანული კომპანიის განცხადებით, ეს ავტომობილები, ოქროს პალმის რტოს 165-ე დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით მომზადდა. რა თქმა უნდა, ამ მანქანებით, ფესტივალის საპატიო სტუმრებს მოემსახურებიან.
თუ ახლა კანში იმყოფებით, შეგიძლიათ,
ამ მანქანით მთელი დღე ისიამოვნოთ
შტუტგარტელებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რას უპირებენ ამ ავტომობილებს მას შემდეგ, რაც ფესტივალი დასრულდება. არაა გამორიცხული, რომ მათ უკვე ჰყავთ მყიდველი - მოოქროვილი ავტომობილების მუშტარი ახლო აღმოსავლეთში ადვილი მოსაძებნია. თუმცა, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ ამ ავტომობილებს აუქციონზე გამოიტანენ და მიღებულ შემოსავალს საქველმოქმედო მიზნებს მოახმარენ.
სხვათა შორის, კანის ფესტივალზე „მერსედესის“ და AMG-ს აქტივობა მხოლოდ მოოქროვილი ავტომობილებით არ შემოიფარგლება. ფესტივალის დღეებში, ორივე კომპანია, კანში მყოფ შეძლებულ ადამიანებს, AMG-ს ავტომობილების ერთდღიან ტესტდრაივებს სთავაზობენ. 

No comments:

Post a Comment