Monday, May 21, 2012

„ტოპ გეარ-ი“ საკუთარ „დელტა უინგს“ ამზადებს


Top Gear building its own Nissan DeltaWing race car
21 მაისი
ნამდვილი „დელტა უინგი“
ალბათ არ არსებობს ჩვენს პლანეტაზე ავტომობილი, რომლის საჭემდეც გადაცემა „ტოპ გეარ-ის“ წამყვანებს ხელი არ მიუწვდებათ. მათი შეფასება, ნებისმიერი ავტომწარმოებლისთვის საინტერესო და სასურველია. მაგრამ თურმე ისეც ხდება, რომ მხიარულ ავტოექსპერტებს სასურველი მანქანის გამოცდის საშუალება არ ეძლევათ. არადა, მათ ამის დიდი სურვილი გააჩნიათ...
ლაპარაკია ექსპერიმენტულ სარბოლ ავტომობილ „დელტა უინგზე“, რომლის შემუშავებაშიც, არცთუ დიდი ხნის წინ, „ნისანი“ ჩაერთო და რომლითაც ლე მანის წლევანდელ 24-საათიან რბოლაში მონაწილეობა იგეგმება. ეს ავტომობილი ბევრი ექსპერიმენტული გადაწყვეტით გამოირჩევა და იაპონური კომპანია დიდ იმედებს ამყარებს. და ბუნებრივია, მისმა ხელმძღვანელობამ გარისკვა არ ისურვა. ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ლე მანის რბოლაში იასპარეზებს.

„ტოპ გეარ-მა“ კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი „დელტა უინგის“ დამზადება გადაწყვიტა! ამ მანქანას რეალურ „დელტა უინგთან“ საერთო მხოლოდ გარეგნობა ექნება, შიგნიდან კი - „ტოპ გეარ-ის“ ბიჭებს სრული თავისუფლება აქვთ. მთავარია, მანქანას სწრაფად გადაადგილება შეეძლოს.
„ტოპ გეარ-ის“ „დელტა უინგი“   
გადაცემის „საკუთარი დელტა ფრთის“ შესახებ ჯერ ინფორმაცია დაფარულია. თუმცა, დასამალიც ბევრი არაფერია - აგრეგატი რომელიღაც სპორტული ავტომობილისგან აღებული მეორადი ძრავია, რომელიც წინ მოათავსეს, შასი ფოლადის მილებისგან შეკრეს და როგორც ფოტოდან ჩანს, ძარის ძირითად ელემენტებსაც ფოლადისვე ფურცლებისგან „კერავენ“. ფორმებიც რაღაც უხეში ჩანს... მოკლედ, „ნისანის“ ექსპერიმენტულ ბოლიდთან შესადარებელი ამ მანქანას არაფერი ექნება.

No comments:

Post a Comment