Tuesday, May 29, 2012

„პეჟო“ თავისი მოდელების სახელების სტრუქტურას ცვლის


Peugeot revamps naming structure
29 მაისი
„პეჟომ“ თავისი ავტომობილების სახელების ახალი სტრუქტურის შემოღების შესახებ გამოაცხადა. ამიერიდან, ფრანგული კომპანიის ყველა ახალი ავტომობილის სახელი ციფრ 1-ით, ან 8-ით დასრულდება.

რიცხვების ახლანდელ სტრუქტურას „პეჟო“ 1929 წლიდან იყენებს და მასში მხოლოდ სამი რიცხვია გაერთიანებული. ამასთან, შუა რიცხვი ყოველთვის 0-ია. ამ სისტემაში პირველი რიცხვი მანქანის გაბარიტებზე მიგვანიშნებს, მესამე რიცხვი კი მოდელის თაობის აღმნიშვნელი იყო. რამდენიმე წლის წინ შემოიღეს ორნულიანი სისტემა (მაგალითად, 3008, 5008), რიცხვების სტრუქტურას კი ძარის სტილის აღმნიშვნელი აბრევიატურები (CC და SW) დაემატა.
ახალ სისტემაში, ბოლო ციფრი, მოდელის თაობის აღმნიშვნელი აღარ იქნება. ანუ, მაგალითად 207 აღარ გახდება 208. თუმცა, ციფრ 7-ს ბოლოში აღარც გამოიყენებენ. აქ მხოლოდ 8 ან 1 დაიწერება. რვიანი ძვირადღირებული მოდელის აღმნიშვნელი იქნება პრინციპით, „ფასი ხარისხისა და სტატუსისთვის“. ერთიანით დაბალხარისხიან ავტომობილებს დანომრავენ. ამ შემთხვევაში იმოქმედებს პრინციპი „ავტომობილი შესანიშნავი მანევრულობით, რომელიც მართვით სიამოვნებას მოგანიჭებთ - ხარისხი, რომელიც „პეჟოს“ ბრენდს ახასიათებს“. ერთიანით ასევე აღინიშნება ავტომობილები, რომლებიც შეიძლება უფრო ლაკონურად დახასიათდეს: „ხარისხის შესაბამისი ფასის მოდელები“, ანუ დაბალფასიანი.
პარალელურად, „პეჟო“ ორნულიან აღნიშვნასაც კვლავ გამოიყენებს თავისი უგზოობის მოდელებისა და მინივენებისთვის. ასევე დარჩება აბრევიატურები CC (კუპე კაბრიოლეტი) და SW (სტეიშნ ვეგონ, ანუ უნივერსალი). ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის აღნიშნვნა RCZ-ს.
პირველი ავტომობილი, რომელიც ახალი ნუმერაციით ბაზარზე გამოვა, კომპაქტური სედანი 301-ია (ფოტოზე), რომლის წინასერიული ვერსიის პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება.

No comments:

Post a Comment