Tuesday, May 29, 2012

„ნისან მიკრა“ „იაგუარის“ ტყავში


Mitsuoka Launches Third Generation of its Retro-fused Viewt
29 მაისი
იაპონური კომპანია „მიცუოკა“ ექსცენტრიული გარეგნობის ავტომობილებს უშვებს, სახელი კი პატარა „ვიუტით“ გაითქვა, რომლის საფუძვლადაც „ნისან მარჩს“ (იგივე მიკრას) იყენებს. ეს ავტომობილი 1960-იანი წლების „იაგუარ მარკ 2-ის“ დაპატარავებულ ვერსიას მოგაგონებთ. მცირე ზომები რომ არა, მისი მაღალხარისხიანი ასლი იქნებოდა.

ახლახანს, „მიცუოკამ“ მესამე თაობის „ვიუტის“ პრეზენტაცია ჩაატარა, ავტომობილისა, რომელიც უახლეს „მიკრაზეა“ ბაზირებული. ახალი სედანი, გარეგნულად ძლიერ ჰგავს ძველს. ახალია მხოლოდ „მიკრას“ უკანა ხედვის სარკეები და კარის სახელურები.
შიგნიდან კი ავტომობილი ახალი „მიკრაა“, თუმცა უფრო მაღალი ხარისხის მასალებით გაწყობილი, რადგან „მიცუოკა“ პრემიუმ სეგმენტში მუშაობს. სავარძლები, კარისა და ცენტრალური პანელის დიდი ზომის დეტალები, ძვირფასი ტყავითაა გაწყობილი. გაფორმებისას ასევე ხის დეტალებია გამოყენებული.
რაც შეეხება აღჭურვილობას, მესამე თაობის „ვიუტის“ კაპოტქვეშ მხოლოდ ბენზინის ოთხცილინდრიან 1.2-ლიტრიან ძრავს დგამენ, რომელიც 78 ცხენის ძალას იძლევა. მასთან უსაფეხურო ვარიატორია დაკავშირებული, რომელიც მაბრუნი მომენტით ან მხოლოდ წინა, ან შეკვეთის შემთხვევაში, ოთხივე ბორბალს ამარაგებს.
დაბოლოს ფასი: პატარა იაპონური იაგუარი 2.05 მილიონიდან 2.725 მილიონ იენამდე ღირს, რაც 25 800-34 400 დოლარის ტოლფასია.

No comments:

Post a Comment