Alfa Romeo takes top honors at Villa d'Este
30 მაისი
იტალიაში, ტბა კომოს სანაპიროზე არსებულ ვილა
დ’ესტეში, „ბეემვეს“ სპონსორობით ჩატარდა ტრადიციული ელეგანტურობის კონკურსი,
რომელიც „ალფა რომეოს“ ტრიუმფით დაგვირგვინდა. კონკურსის მთავარი ჯილდო, 1933 წელს
გამოშვებულმა კუპე „ალფა რომეო 6C 1750 GS-ს“ ერგო, რომელსაც ძარა ფირმა „ფიგონიმ“ დაუმზადა.
მე-11 სერიის კუპე, რომელიც თავისი გარეგნობის
გამო, თავისუფლად შეიძლება „ბუგატის“ იმავე პერიოდის ავტომობილი გეგონოთ, მილანელებმა
პირველად პარიზის 1933 წლის ავტო შოუზე წარადგინეს. ამ ავტომობილს არაერთი ჯილდო
აქვს მოგებული. ვილა დ’ესტეში კი, მთავარი პრიზის გარდა, რომელიც კონკურსზე
ჟიურისგანაც მიიღო და საზოგადოებისგანაც, კიდევ ერთი აღიარება დაიმსახურა - მის
პატრონს პრესტიჟული კოპა დ’ორო, ანუ ოქროს თასიც გადაეცა.

No comments:
Post a Comment