Wednesday, May 30, 2012

"ზაუბერმა" შუაზე გაჭრილი ბოლიდი გვიჩვენა (ვიდეო)

Sauber offers unique insight into intricacies of a modern F1 car with new video
30 მაისი
„ზაუბერმა“ გამოაქვეყნა ფილმი, რომელზეც შვეიცარიული გუნდის სარბოლი ავტომობილი შუაზე გაჭრილია ნაჩვენები. მიკროფილმი, რომლის ხაგრძლივობაც მხოლოდ 5 წუთია, მანქანის აგებულებაზე წარმოდგენას გვიქმნის. რაც ნაკლებად გასაგებია, იმას გუნდის მთავარი დიზაინერი მეტ მორისი გვიხსნის. ის აღწერს, თუ რამდენად ოპტიმალურადაა განლაგებული საკმაოდ პატარა ზომის მანქანაში, მისი აგრეგატები და ნაწილები. მოგვიანებით, მას მექსიკელი სერხიო პერესი უერთდება, რომელსაც გაჭრილი მანქანის კოკპიტში ათავსებენ...


ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „ზაუბერის“ მექანიკოსებმა ამ მანქანის გაჭრას ორი წელი მოანდომეს. ისინი მოხალისედ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თავისუფალ დროს მუშაობდნენ. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ შვეიცარიულმა გუნდმა, სარბოლი ტექნიკით დაინტერესებულებს საინტერესო სანახაობა მოუმზადა.
„ფორმულა 1-ში ყველაფერი უახლესი ტექნოლოგიებით კეთდება. სარბოლი ავტომობილების უამრავი სურათი გინახავთ, მაგრამ შიგნიდან როგორია ისინი, ამაზე წარმოდგენა ერთეულებს აქვთ. ალბათ საინტერესო იქნება, ნახოთ ეს ავტომობილი ისე, როგორც ამ შუაზე გახლეჩილ ვაშლს უყურებთ“, - ასე იწყებს მანქანის წარდგენას მორისი. და, საპატიო მოვალეობის შესრულების შემდეგ, ხასხასა მწვანე ვაშლს გერმიელად ჩაკბეჩს...
თავისი მოკლე მისიით ხომ მან ახლახანს ფ1-ის მანქანა „ჩაგვაკბეჩინა“...

ვიდეო


No comments:

Post a Comment