Wednesday, May 30, 2012

„რენო“ ბრენდ „ალპინის“ აღდგენას ფიქრობს


Renault Alpine A110-50's Run at the Monaco GP, COO Says there's a 50% Chance to Revive the Brand
30 მაისი
გარდა იმისა, რომ ავსტრალიელმა მარკ უებერმა რბოლა მისი ძრავით მოიგო, მონაკოს დიდი პრიზი „რენოსთვის“ იმითაც იყო გამორჩეული, რომ ფ1-ის რბოლის წინ, ფრანგულმა კომპანიამ საზოგადოებას თავისი ახალი კონცეპტუალური ნამუშევარი - „რენო ალპინ A110-50“ წარუდგინა. რბოლის სტარტამდე, კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი ტრასაზე (ფოტოზე) თვით ფრანგული კომპანიის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა კარლოს ტავარესმა გამოიყვანა.
400-ცხენისძალიანი შუაძრავიანი ავტომობილით ტრასის შემოვლის შემდეგ, სარბოლ კომბინეზონში გამოწყობილმა ტავარესმა მედია პრეზენტაცია ჩაატარა, რომლის დროსაც განაცხადა, რომ მისი კომპანია, ბრენდ „ალპინის“ აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს და რომ ამ საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს.
„მინიმუმ 50-პროცენტიანი შანსია იმისა, რომ „ალპინის“ ბრენდით ავტომობილების წარმოებას განვაახლებთ. თუ ეს მოხდა, ამ ერთი ავტომობილით დავიწყებთ, რომელსაც სხვებიც მოჰყვება. საფასოსეგმენტი 30-100 ათას ევროს შორის იქნება“, - განაცხადა ტავარესმა და დასძინა, რომ სუბ-ბრენდისთვის მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, ახალი მოდელი ბაზარზე სამ-ხუთ წელიწადში გამოვა.

No comments:

Post a Comment