Saturday, May 5, 2012

ძანარდი - კაცი, რომელიც უფეხოდაც ყველაზე სწრაფია (ვიდეო)


Alex Zanardi's hand-bike racing previewed in inspirational film
5 მაისი
ალექს ძანარდი ფორმულა ერთის ჩემპიონი არაა და არც მისი დიდი პრიზები აქვს მოგებული. მაგრამ ორი სეზონის განმავლობაში, ჩემპ ქარში ბატონობდა. იმ ორ სეზონში, ევროპელმა მრბოლმა, ამერიკელებს ისე შეაყვარა თავი, რომ ფორმულა ერთში მისი დაბრუნების შემდეგ, ჩემპ ქარის სერიას უამრავი ტელემაყურებელი მოაკლდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მის მიერ 1996 წელს, ლაგუნა სეკას (მონტერეი, კალიფორნია) ავტოდრომზე, იტალიელის მიერ შესრულებული გასწრების მანევრი, რითაც რბოლის ამერიკელი ლიდერი ბრაიან ჰერტა ჩამოიტოვა... სხვათა შორის, იმ რბოლის შემდეგ, მოსახვევ კორკსქრიუში მსგავსი მანევრების შესრულება აიკრძალა, იმდენად სახიფათო იყო ძანარდის გასწრება...
მისი ჩემპქარული წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენია სერ ფრენკ უილიამსს, რომელმაც 1999 წლის სეზონისთვის მიიწვია იტალიელი. სეზონისწინა ტესტებზე ძანარდი სწრაფი იყო, მაგრამ მანქანა არასაიმედო გამოდგა, რამაც მისი დაბრუნება ფიასკოთი დაასრულა... შემდეგი სეზონისთვის, ის ჯენსონ ბატონმა შეცვალა, ძანარდი კი ჩემპ ქარს დაუბრუნდა. კარგა ხანს იქაც წარუმატებლად ასპარეზობდა, მერე კი გერმანიის ლაუზიტცის ოვალზე, საბედისწერო შემთხვევა მოხდა, რამაც მისი ორივე ფეხი შეიწირა...
მაგრამ ძანარდი ასეთმა განსაცდელმაც ვერ გატეხა. ჯერ იყო და, პროთეზი დაიწუნა და თავად შეიმუშავა ოპტიმალური კონსტრუქცია. ამან რბოლებში დაბრუნების საშუალება მისცა. თანაც, შიში რომ დაეძლია, პირველად სწორედ ლაუზიტცის ოვალზე, კარტ-ის სპეციალურად მომზადებული ბოლიდით იასპარეზა! ამჟამად კი „ბეემვეს“ სპორტული პროგრამის წევრია. პარალელურად, ხელის ველოსიპედით მარათონებში მონაწილეობს. ასე განსაჯეთ, ნიუ იორკის მარათონზე 2007 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, იმავე წელს ვენეციის მარათონი მოიგო, მომდევნო წელს კი რომის მარათონის გამარჯვებული გახდა. შარშან, მეოტხე ცდაზე, ნიო იორკის მარათონის ჩემპიონი გახდა და სულ ახლახანს, იტალიის პარალიმპიური გუნდის წევრი გახდა, რომელიც ლონდონის თამაშებზე იასპარეზებს...
ამ ვიდეოზე კი, რომელიც „ბეემვემ“ ჩაწერა, ჩანს, რომ გერმანული კომპანიის მიერ მომზადებული ხელის ბიციკლით, ძანარდი ოლიმპიადისთვის ლაუზიტცის ტრეკზე ემზადება...


ვიდეო

No comments:

Post a Comment