Ferrari's Montezemolo lauded as the best manager
in Europe
20 ივნისი
ევროპის ბიზნეს პრესის ფედერაციამ, რომელიც 27 ქვეყნის
50-ზე მეტ გამოცემას (მათ შორის, უოლ სტრიტ ჯორნელს, ჰანდელსბლატტს, ლეს ეხოსს, ფაინენშლ
ტაიმსს, მილანო ფინნცას და სხვა) აერთიანებს, წლის საუკეთესო მენეჯერად, ფერარის
შეფი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო დაასახელა.
ფედერაციის განმარტებაში ნათქვამია, რომ დი
მონტეძემოლოს წყალობით, „ფერარიმ“ ფორმულა ერთში ოცწლიანი უტიტულო პერიოდი ტრიუმფალური
წლებით დააგვირგვინა, მთლიანად კომპანიის მოგება კი გააორმაგა. ამასთან, მისი დამსახურებაა
ისიც, რომ ამჟამად „ფერარი“ 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ამასთან, დი მონტეძემოლო
წლების განმავლობაში, „ფიატსაც“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც კერძო მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო
ხაზიც კი გახსნა.
დი მონტეძემოლო იმის გამოც დააფასეს, რომ მისი
დამსახურებით, „ფერარის“ თანამშრომელთა სამუშაო და ცხოვრების პირობები
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. უკვე დიიდ ხანია, „ფერარის“ საწარმო ბევრს
აღაფრთოვანებს. ჯერ ერთი, ის არქიტექტურულად ძალიან დახვეწილია და მეორეც,
იტალიური კომპანია თავის თანამშრომლებს და მათს ოჯახებსს, სხვადასხვა სახის
მომსახურებით უზრუნველყოფს. ამ ზრუნვის შედეგი ისაა, რომ „ფერარი“ ევროპაში
საუკეთესო სამუშაო ადგილადაა დასახელებული.
ევროპის
ბიზნეს პრესის ფედერაციას წელს 50 წელი შეუსრულდა, თუმცა წლის საუკეთესო
მენეჯერებს 1991 წლიდან ირჩევს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური აღიარება ადრე სხვა
საავტომობილო კომპანიების ხელმძღვანელებსაც აქვთ მიღებული. მათ შორის, „ბეემვესა“
და „ფოლკსვაგენის“ ყოფილ მთავარ აღმასრულებელ ბერნდ პიშეტსრიდერს და „პორშეს“
ყოფილ შეფ ვენდელინ ვიდეკინგს.
No comments:
Post a Comment