Watch F1's Mark Webber race a skydiver in
Montreal
15 ივნისი
კანადური დიდი პრიზის წინ, „რედ ბულმა“ საინტერესო
საჩვენებელი აქცია მოაწყო, რომლის დროსაც, თავისი ფ1-ის გუნდის ავსტრალიელი
ვარსკვლავი მარ უებერი, პარაშუტით სპორტულად მხტომელ ამერიკელ იონ დევორს
შეახვედრა. მატონიზებელი სასმელების მწარმოებელმა ავსტრიულმა გიგანტმა,
ვარსკვლავების შესახვედრად, მონრეალის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტ მირაბელთან
არსებული ICAR-ის ავტოდრომი გამოიყენა. ეს ავტოდრომი იმითაა ცნობილი, რომ მასზე ჯაკ
ვილნევის აკადემიის კურსანტები ვარჯიშობენ.
კალიფორნიელმა კასკადიორმა უებერს უჩვენა, თუ კიდევ
რისთვის შეიძლება გამოიყენო აეროდინამიკური მილი, რომელშიც როგორც წესი, თვითმფრინავებს
ცდიან ხოლმე. მან ფ1-ის ვარსკვლავს მილში ხტომის და ჰაერში წონასწორობის დაცვა
ასწავლა, რითაც უებერმა დიდი სიამოვნება მიიღო. სამაგიეროდ, ავსტრალიელმა მრბოლმა
თავისი სტუმარი სარბოლ ტრასაზე გაიყვანა და მანქანის (ინფინიტი G37S) ექსტრემალური
მართვის გაკვეთილი ჩაუტარა.
ბოლოს კი მათი დაპირისპირების დრო დადგა. უებერი
თავისი მანქანით სტარტზე დადგა, დევორი კი ვერტმფრენმა ავსტრალიელის მაღლა, ჰაერში
აიყვანა. უებერმა მანქანა მაშინ დაძრა, როდესაც დევორი ვერტმფრენიდან გადმოხტა.
ვინ მოიგო? ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მთავარია, რომ „რედ ბულმა“
საინტერესო სანახაობა მოაწყო...
ვიდეო
No comments:
Post a Comment