24 ივნისი
ფერნანდო ალონსო პირველი მრბოლია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. მართალია, მის გამარჯვებას ხელი მეტოქეთა უიღბლობამ შეუწყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესპანელმა მთელი რბოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მის დასაწყისში, არაერთი მეტოქე ჩამოიტოვა უკან და ამის წყალობით, როცა ამის აუცილებლობა იყო, საჭირო დროს სდაჭირო ადგილზე აღმოჩნდებოდა ხოლმე.
სწორედ ასე გაასწრო პიტსტოპის დროს ლუის ჰამილტონს,
რომელიც ბოქსში ისევ შეაფერხეს, სწორედ ასე გადაინაცვლა მეორე ადგილზე, როცა
რბოლას მისი ლიდერი სებასტიან ფეტელი გამოეთიშა და ერთი წრის შემდეგ, რომენ
გროჟანის სახით, ასპარეზობას ალონსოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კონკურენტიც გამოაკლდა.ფერნანდო ალონსო პირველი მრბოლია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. მართალია, მის გამარჯვებას ხელი მეტოქეთა უიღბლობამ შეუწყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესპანელმა მთელი რბოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მის დასაწყისში, არაერთი მეტოქე ჩამოიტოვა უკან და ამის წყალობით, როცა ამის აუცილებლობა იყო, საჭირო დროს სდაჭირო ადგილზე აღმოჩნდებოდა ხოლმე.
ფეტელმა შესანიშნავად იასპარეზა, სტარტიდანვე
დაწინაურდა და რომ არა ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, ალბათ ვალენსიაში გამარჯვებათა
ჰეთ-თრიკს იზეიმებდა. გროჟანს კი თავის კარიერაში პირველი დიდი პრიზის მოგების
რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მის „ლოტუსზე“ გენერატორი დაზიანდა...
კვარცხლბეკზე ალონსოსთან ერთად, კიმი რაიკონენი და
მიხაელ შუმახერიც ავიდნენ. პირველი სისწრაფით აშკარად ვერ გაუტოლდებოდა თავის
ახალგაზრდა თანაგუნდელ გროჟანს, მეორემ კი შუა პელოტონში ბევრი ბრძოლის შემდეგ,
ბოლოს მაინც მოახერხა მოწინავეთა რიგებში გადასვლა.
მოკლედ, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდით, რბოლა
ვალენსიას ქუჩებში მეტად საინტერესო გამოდგა. სხვათა შორის, ალონსოს ტრასაზე
გამოსვლა დაუგვიანდა და პელოტონს გასახურებელ წრეზე დაეწია. ისე კი, ვინ
წარმოიდგენდა, თუ ვალენსიას ტრასაზე, სადაც გასწრება ძნელია, თუნდაც ისეთი სწრაფი
პილოტი, როგორიც ფერნანდო ალონსოა, მე-11
სასტარტო ადგილიდან გამარჯვებამდე მიაღწევდა.
რბოლის თითქმის ნახევარი, ფეტელი დამაჯერებლად ლიდერობდა.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „რენოს“ ძრავის უიშვიათესი დაზიანება რომ არა, ის
აუცილებლად მოიგებდა. მის უკან კი დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. გროჟანმა ჯერ სტარტზევე
მალდონადოს გაასწრო, მეათე წრეზე კი ჰამილტონიც შესანიშნავი მანევრით ჩამოიტოვა -
ფრანგმა გარე რადიუსით შეუტია და გვერდში ამოუდგა მეტოქეს, შემდეგ მოსახვევში კი
უკვე თვითონ აღმოჩნდა შიდა რადიუსზე და ეს უპირატესობა გამოიყენა კიდეც.
სამი წრის შემდეგ, მსგავსი მანევრით, რაიკონენმა
მალდონადოს გასწრება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა, გარე რადიუსით მაინც
შეძლო გასწრება. ერთი წრის შემდეგ, ვენესუელელს ალონსომაც გაასწრო... „წესით“, ამ
დროს ესპანელი ლიდერებთან ასე ახლოს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალონსომ ეს შესძლო
და ამის შემდეგ, ეჭვის შეტანაც აღარ ღირდა იმაში, რომ ის კვარცხლბეკისთვის
იბრძოლებდა...
პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ, მოწინავეებში
რამდენიმე გადანაცვლება მოხდა: რაიკონენი, კამუი კობაიაში და მალდონადო ბოქსში ერთდროულად
შევიდნენ, იქიდან გამოსვლისას კი ფინელმა იაპონელი ჩამოიტოვა. ერთი წრის შემდეგ,
რეზინი ალონსომაც გაასწრო, ტრასაზე დაბრუნებული კი რაიკონენის წინ აღმოჩნდა...
სხვათა შორის, ლიდერებიდან ყველამ მედიუმ რეზინი
დააყენა. მხოლოდ ფეტელი დარჩა სოფტებზე. და ამის მიუხედავად, უპირატესობას ვეღარ
ზრდიდა. ალონსომ კი პოლ დი რესტასაც გაასწრო... შვიდი წრის შემდეგ (29-ე წრეზე) კი
ჟან-ერიკ ვერნისა და ჰეიკი
კოვალაინენის მანქანები დაეჯახა ერთმანეთს, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების
მანქანა გამოვიდა - ავარიის გამო, გზა ნამსხვრევებით გაივსო და მისი გაწმენდა
გახდა საჭირო.
ლიდერებმა
ისევ ბოქსებს მიაშურეს. მათ შორის, ფეტელმა ერთი წრის დაგვიანებით. იქ ჰამილტონი
ზედმეტად შეაყოვნეს, რაც ბრიტანელს ერთბაშად ორი პოზიციის დაკარგვად დაუჯდა - ალონსომ
და რაიკონენმა გაასწრეს. რესტარტზე (34-ე წრე) ალონსომ გროჟანსაც გაასწრო და მის
წინ მხოლოდ ფეტელი დარჩა, რომელსაც ტრასაზე ერთადერთს ჰქონდა ესპანელზე მეტი
სისწრაფე. პარალელურად, ჰამილტონმა რაიკონენს გაუარა...
მაგრამ რესტარტიდან ერთი წრის შემდეგ, ფეტელი გაჩერდა...
მოგვიანებით, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ძრავმა სიმძლავრე დაკარგა
და მეტოქეების გატარება მოუხდა, მერე კი ძრავმა მუშაობაც შეწყვიტაო. მოკლედ,
ალონსომ ლიდერობა იგდო ხეთ და ერთადერთი, ვისაც მასთან კონკურენცია შეეძლო,
გროჟანი დარჩა. და... ოთხი წრის შემდეგ, რბოლას ისიც გამოეთიშა. მის „ლოტუსზე“
გენერატორი დაზიანებულა...
55-ე წრეზე რაიკონენმა ჰამილტონისგან პოზიცია
დაიბრუნა, მაგრამ ალონსო უკვე კარგა შორს იყო - სანამ ბრიტანელს ებრძოდა, კიმი ლიდერს
თითქმის 7 წამით ჩამორჩა. ჰამილტონს კი მალდონადომაც შეუტია და საკმაოდ
აგრესიულად. ჰამილტონმა პოზიცია დაიცვა, ვენესუელელი კი იძულებული გახდა,
მოსახვევი მოეჭრა, გზაზე დაბრუნებული კი „მაკლარენს“ დაეჯახა. ჰამილტონმა ასპარეზობა
იქვე შეწყვიტა, მალდონადოს „უილიამსს“ კი წინა ფრთა მოსტყდა, რომლის
გამოსაცვლელადაც ბოქსებს მიაშურა. და იქიდან დაბრუნებულმა, ფინიშს მეათემ უწია.
ლიდერთა ბრძოლაში, შუმახერის აღმასვლა შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა დროდადრო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონიც გვაოცებდა მისთვის ჩვეული შემართებით. და მესამე ადგილი მისთვის დამსახურებულ საზღაურად იქცა. ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, ის კვარცხლბეკზე პირველად ავიდა. აღსანიშნავია, რომ 1970 წლიდან მოყოლებული, შუმი ყველაზე ხნიერი პილოტია, ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. ის ახლა 43 წლისაა. მასზე ერთი წლით უფროსი იყო ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემი (1970 წელს), როდესაც მან ბრიტანეთის ბრენდს ჰეჩის ტრეკზე მეორე ადგილი დაიკავა.
ლიდერთა ბრძოლაში, შუმახერის აღმასვლა შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა დროდადრო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონიც გვაოცებდა მისთვის ჩვეული შემართებით. და მესამე ადგილი მისთვის დამსახურებულ საზღაურად იქცა. ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, ის კვარცხლბეკზე პირველად ავიდა. აღსანიშნავია, რომ 1970 წლიდან მოყოლებული, შუმი ყველაზე ხნიერი პილოტია, ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. ის ახლა 43 წლისაა. მასზე ერთი წლით უფროსი იყო ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემი (1970 წელს), როდესაც მან ბრიტანეთის ბრენდს ჰეჩის ტრეკზე მეორე ადგილი დაიკავა.
„ფინიში რომ გადავკვეთე, გუნდს რადიოთი ვკითხე,
რომელ ადგილზე ვიყავი. მათ მითხრეს მესამე და მე ყურებს არ დავუჯერე. ანგარიში
ამერია, მეგონა გაცილებით უკან ვიყავი. შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა, როცა ამდენი
ხნის შემდეგ, ისევ კვარცხლბეკზე დავდექი“, - განაცხადა შუმახერმა.
ალონსომ კი თავის კარიერაში 29-ე გამარჯვება
მოიპოვა და პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ალბათ ჩემი საუკეთესო გამარჯვებააო: „ალბათ,
ეს ჩემი ყველაზე გამორჩეული გამარჯვებაა ემოციურობის თვალსაზრისით. ახლა, როცა ფეხბურთში
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენები ასე კარგად გამოდიან, ორმაგად ამაყი ვარ იმით, რომ
ესპანელი ვარ“, - განაცხადა ალონსომ, ვინც კვალიფიკაციის შემდგ დარწმუნებული ამბობდა,
კვარცხლბეკზე ასვლა გამორიცხულიაო...
ამ
გამარჯვების შემდეგ, ალონსოს 111 ქულა დაუგროვდა და ისევ სათავეში ჩაუდგა ჩემპიონატს,
რომელსაც თითქმის ყოველი რბოლის შემდეგ ეცვლება ლიდერი. და ის ახლა 20 ქულას უგებს
მეორეზე მყოფ ავსტრალიელ მარკ უებერს, რომელმაც რბოლა მეოთხემ დაასრულა.
ევროპის დიდი პრიზი
ვალენსია. დისტანცია 308.883 კმ (5.419 კმ, 57 წრე)
1. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:44:16.649
2. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) +00:06.421
3. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) +00:12.639
4. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:13.628
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:19.993
6. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:21.176
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 00:22.866
8. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:24.653
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 00:27.777
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 00:34.630
11. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 00:35.961
12. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 00:37.041
13. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 01:15.871
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 01:34.654
15. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 01:36.551
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1 წრე
17. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1
წრე
18. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1 წრე
19გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2
წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 17 წრე
გ. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 24
წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 24
წრე
გ. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 31
წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი
წრე: ნიკო
როსბერგი - 1:42.163, 54-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ფერნანდო
ალონსო - 111 ქულა; 2. მარკ უებერი - 91; 3. ლუის ჰამილტონი - 88; 4. სებასტიან ფეტელი - 85; 5.
ნიკო როსბერგი - 75;
6. კიმი რაიკონენი - 73;
7. რომენ გროჟანი - 53; 8. ჯენსონ ბატონი - 49;
9. სერხიო პერესი - 39; 10. პასტორ მალდონადო - 30; 11. პოლ დი რესტა - 27; 12. კამუი კობაიაში - 21; 13. მიხაელ შუმახერი - 17; 14. ნიკო
ჰულკენბერგი - 17; 15. ბრუნო სენა 15; 16. ფელიპე მასა - 11; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 18. დანიელ რიკიარდო - 2
კონსტრუქტორთა თასი
1.
რედ ბულ-რენო - 176 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 137; 3. ლოტუს-რენო - 126; 4. ფერარი
- 122; 5. მერსედესი - 92; 6. ზაუბერ-ფერარი - 60; 7. უილიამსზუილიამს-რენო - 45; 8.
ფორს ინდია-მერსედესი - 44; 9. ტორო როსო-ფერარი - 6
P.S. რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა განიხილეს მალდონადოს
და ჰამილტონის ინციდენტი და მასში ვენესუელელის ბრალი დააფიქსირეს. დადგინდა, რომ მალდონადომ
ზედმეტად აგრესიული მანევრი შეასრულა, რამაც ბრიტანელთან შეჯახება გამოიწვია.
ყოველივეს გამო, მის შედეგს 20 წამი დაემატა. შედეგად, მალდონადომ ორი ადგილი
დაკარგა. მეათე ადგილზე კი ის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა ბრუნო სენამ ჩაანაცვლა.
შესაბამისად, კლასიფიკაციაში მალდონადომ ქულა დაკარგა, სენას კი დაემატა. კონსტრუქტორთა
თასზე სიტუაცია არ შეცვლილა...
No comments:
Post a Comment