Sunday, June 24, 2012

„ჩინკვეჩენტო“ „ფერარის“ ძრავით...

Lazzarini Design Looking for Someone to Invest $550,000 to Build a Ferrari-Powered Fiat 550 Italia
24 ივნისი

ამასწინათ, „ნისანმა“ თავისი პატარა ქროსოვერი „ჯუკი“, სპორტული GT-R-ის აგრეგატებით აღჭურვა. და შედეგად ის მიიღო, რომ დუბაიში მოწყობილ სპერციალურ ქუჩის რბოლაში, ამ პატარა მონსტრმა, სუპერ ავტომობილები ჩამოიტოვა. „ნისანის“ ექსპერიმენტი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ მსგავსი გადანერგვის ჩატარება, დიზაინ სტუდია „ლაძარინიმაც“ განიზრახა.


იტალიურმა ატელიემ პაციენტად „ფიატ 500“, დონორად კი „ფერარი 458 იტალია“ შეარჩია. მაგრამ თავისი ექსპერიმენტისთვის ინვესტორი სჭირდება, რომელიც უჩვეულო „ჩინკვეჩენტოში“ 550 000 დოლარს გადაიხდის. „ლაძარინიმ“ თავის ავტომობილს „ფიატ 550 იტალია“ შეარქვა. სახელში რიცხვი კაპოტქვეში მოთავსებული ცხენების რიცხვს და პატარა მონსტრის ფასს მიანიშნებს.


საინტერესოა, რომ „ფერარის“ 4.5-ლიტრიან V8 ძრავს დეფორსირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც, სიმძლავრეს „ზედმეტი“ 20 ცხენის ძალა (550 ცხ.ძ-მდე შემცირდა) მოაკლდა. და ეს ალბათ სიმბოლურად გაკეთდა, რათა მანქანის სახელში არსებული 550 გაემართლებინათ. „ლაძარინიმ“ თავი იმართლა - ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ზედმეტი სიმძლავრისა და მაბრუნი მომენტის გამო, გადაცემათა საფეხურების სწრაფი გადართვისას, ძლიერი ვიბრაციები იყო მოსალოდენლიო...


როგორ ჩაატევენ V8 ძრავს პატარა „ჩინკვეჩენტოში“, ძნელი წარმოსადგენია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აგრეგატი მანქანის უკან მოთავსდება. ძრავთან ერთად, „ფერარისგან“ ისესხებენ ტრანსმისიასა და საკიდარსაც. ეს კი შასის გაფართოებას და დაგრძელებას მოითხოვს. დაახლოებით 300 მილიმეტრით (2600 მილიმეტრამდე) უნდა დაგრძელდეს ბორბლებს შორის ბაზა. გაგანიერდება ძარაც - უკან ორივე მხარეს 300 მმ-ით, წინ კი - 200 მმ-ით.


წინ გადაინაცვლებს საწვავის ავზი - უბრალოდ, ტავის ადგილზე ის ვეღარ დაეტევა. უკან კი მანქანას უზარმაზარი ანტი ფრთა „დაამშვენებს“. სახურავზე ზორბა ჰაერის ამღები განლაგდება, რომელიც ძრავს სუნთქვის საშუალებას მისცემს, წინ კი რადიატორის უზარმაზარ ბადეს ამოჭრიან...
კუდში უზარმაზარი ძრავის და მისი მეწყვილე ტრანსმისიის განლაგება, მნიშვნელოვნად დაარღვევს პატარა მონსტრის წონის ბალანსს. მის გასასწორებლად კი წინ და შუაში, სპეციალური ბალასტი მოთავსდება...

ასევე წაიკითხეთ

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი

1 comment:

  1. სალონში რა ხმა იქნებაა, ალბათ მძღოლი ნაუშნიკებით უნდა მართავდეს როგორც ვერტმფრენს

    ReplyDelete