24 ივნისი
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის რალი
ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა. მან თითქმის ნახევარი წუთი მოუგო
თავის ფინელ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს, რითაც ჩემპიონატში ლიდერის პოზიცია კიდევ
უფრო განიმტკიცა. მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა ზელანდიის გზებზე მესამე, მიმდინარე
სეზონში კი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
რბოლის მესამე დღეს, შვიდი მოკლე სპეცმონაკვეთი იყო
გასავლელი, რომლებზეც ლოებმა ჰირვონენს თითქმის 24 წამი მოუგო. მათ ვერც პეტერ
სოლბერგმა გაუწია წინააღმდგობა და საბოლოოდ, მესამე ადგილს დასჯერდა. ამასთან, მან
ერთი საბონუსე ქულა ბოლო, ჩქაროსნულ სპეცმონაკვეთზე მესამე ადგილის
დაკავებისთვისაც დაიმსახურა.
„ძალიან ძნელი რბოლა მქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ
ეს არ ყოფილა ჩემი საუკეთესო გამოსვლა. ბოლო სპეცმონაკვეთზე ბევრი შეცდომა
დავუშვი, რადგან ზედმეტად რისკიანი ვიყავი. თუმცა მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ. ჩემს
თანაგუნდელთან ძნელი ბრძოლა გადამხდა და მიხარია, რომ საბოლოოდ, დუბლი შევასრულეთ“,
- განაცხადა ლოებმა.
რბოლის ბოლო დღეს ავარია მოუვიდა ესტონელ ორ ტაენაკს,
რომელმაც მეოცე მონაკვეთზე თავის „ფორდზე“ მართვა დაკარგა. მანქანა ამოყირავდა. პილოტი
და მისი ნავიგატორი ტრავმებს გადაურჩნენ, თუმცა რბოლას გამოეთიშნენ. ავარიის
მომენტში ტაენაკი მეხუთე იყო.
ამ გამარჯვებით, ლოებს, ვისაც ახალი ზელანდიის რალი
2005 და 2008 წლებშიც აქვს მოგებული, 145 ქულა დაუგროვდა. ჰირვონენს 107 ქულა აქვს
და მეორე ადგილზეა.
ახალი ზელანდიის რალი. შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 4:04:51.200
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) +00:29.600
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:36.400
4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 02:13.600
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) 02:42.400
6. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) 03:03.100
7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 04:52.900
8. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი) 09:36.400
9. კენ ბლოკი (აშშ, ფორდი) 10:30.300
10.
მანფრედ შტოლი (ავსტრია, ფორდი) 11:26.300
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 145 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი -
107; 3. პეტერ სოლბერგი - 90; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 80; 5. ევგენი
ნოვიკოვი - 55; 6. იარი-მატი ლატვალა - 54; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 36;
8. ტიერი ნოივილი - 32; 9. დანიელ სორდო - 29; 10. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი)
- 23...
კონსტრუქტორთა თასი
1. სიტროენ ტოტალ WRT - 237 ქულა; 2. ფორდ WRT - 144;
3. M-სპორტ ფორდ WRT - 103; 4. კატარ WRT - 47; 5. სიტროენ ჯუნიორ WRT - 42; 6. ადაპტა
WRT - 27; 7. მინი WRC ტიმ - 26; 8. ბრაზილ WRT - 16...
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment