Saturday, July 14, 2012

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში, მე-3 ეტაპი, ფოტორეპორტაჟი

14 ივლისი

ლეჯენდსის პირველ რბოლაში (მეორე კვირას იქნება) მაგარი ბრძოლა იყო. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლოს კი გამარჯვებისთვის გიორგი ბეჟიტაშვილმა, დათა ქაჯაიამ, არჩილ ბიძინაშვილმა და შოთა აფხაზავამ იბრძოლეს. მათი პაექრობა რამდენიმე წრე, ბორბალი-ბორბალში გაგრძელდა. ხან ერთი გადიოდა წინ, ხან მეორე და ხანს მესამე. იყო სლიპსტრიმები და მუხრუჭებზე გასწრებები, ბოლოს კი, გამარჯვებულის გამოსავლენად, ლამის ფოტოფინიში გახდა საჭირო... ფინიშზე ეს სამეული წამზე ნაკლებმა განასხვავა. პირველმა ხაზი ბეჟიტაშვილმა გადაკვეთა, მეორე ქაჯაია იყო, მესამე კი - ბიძინაშვილი...






































ასევე წაიკითხეთ

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!



ქართული ავტოსპორტი

1 comment: