13 ივლისი
„ფიატმა“ და „მაზდამ“ თანამშრომლობის შესახებ
ახლახანს მოილაპარაკეს. მთავარი თემა, პატარა როდსტერების ერთობლივად შემუშავება
იყო. იაპონური კომპანიის შემთხვევაში, ლაპარაკი პოპულარულ „MX5
მიატაზეა“, იტალიური კომპანიის შემთხვევაში კი - მოდელ „სპაიდერის“ აღდგენაზე.
შეთანხმების შესაბამისად, ეს ორი სპორტული ავტომობილი
ერთობლივად კი უნდა შემუშავედეს, მაგრამ ისინი გარეგნულადაც და აღჭურვილობითაც, განსხვავებული
უნდა იყოს. შედარებისთვის, „ტოიოტამ“ და „სუბარუმ“ რომ ახლახანს სპორტული
ავტომობილი შეიმუშავეს, ის ორივე მარკისთვის პრაქტიკულად ერთი და იგივეა, მათ მხოლოდ
მცირე განსხვავებებით თუ გაარჩევთ.
გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ ავრცელებს ინფორმაციას
ახალი ღია და სპორტული „ალფას“ შესახებ. ჯერ ერთი, ამერიკული გამოცემის ცნობით,
ავტომობილს „სპაიდრის“ ნაცვლად, „დუეტოს“ სახელით შემოგვთავაზებენ. ამ ინფორმაციას
სერიოზული საფუძველი აქვს - კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც მომავალი როდსტერი
დაემსგავსება და რომელიც „ალფა რომეომ“, „პინინფარინასთან“ (ამ ატელიეს
ნამუშევარია) ერთად, ჟენევის მოტორ შოუზე ორი წლის წინ წარადგინეს, „დუეტოტანტას“
სახელითაა ცნობილი.
მეორეც, როდსტერი 1.8-ლიტრიანი ტურბოძრავით
აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 250 ცხენის ძალას მიაღწევს. ძრავისგან
წამოსულ მამოძრავებელ ძალას 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 7-საფეხურიანი ნახევრად
ავტომატური კოლოფი გადაამუშავებს, რომელსაც ძრავთან მეკავშირედ, ორდისკოიანი ქურო
მოემსახურება.
და
მაინც, ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი ინფორმაციაა. იაპონურ კომპანიასთან გაფორმებულ
კონტრაქტს მხოლოდ წინასწარის სტატუსი აქვს და ის მხარეებს არაფერს ავალდებულებს.
და მაინც, ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ ღია ავტომობილი ძალიან მსუბუქი იქნება.
რაც მთავარია, ერთმანეთთან თანამშრომლობით, ორივე კომპანიაა დაინტერესებული.
No comments:
Post a Comment