7 ივლისი
იტალიურმა კომპანიამ „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზე
შექმნილი პატარა ქროსოვერის პროტოტიპი, იმავე ავტომობილის ბაზაზე წარმოებულ მინივენ
„ფიატ 500L-ის“ პრეზენტაციაზე წარადგინა, რომელიც ტურინში
ჩატარდა. წარდგენა იმდენად ხამოკლე იყო, რომ მის გადასაღებად, ფოტორეპორტიორებმაც
კი ვერ მოასწრეს მობილიზება. ეს ფოტოები კი იღბლიანებმა ტელეფონებით გადაიღეს.
პატარა ქროსოვერის სახელია 500X და ეს იქნება „ჩინკვეჩენტოს“
ბაზაზე წარმოებული მეხუთე ავტომობილი. წინა ოთხია სამკარიანი ჰეჩბეკი, მისი ღია
ვერსია 500C, ტემპერამენტიანი ვერსია „აბარტი“ და ბოლოს, ხუთკარიანი მინივენი 500L.
ამ ფოტოებზე ჩანს, რომ ქროსოვერს მაღალი კლირენსი აქვს და ის ბევრი არაფრით (უფრო
წინიდან) ჰგავს ჩინკვეჩენტოს.
თავისი გაბარიტებითაც, ქროსოვერი 500L-ს უფრო
მოგაგონებთ და აღჭურვილობაც უფრო მისგან აქვს. არაოფიციალური მონაცემებით, 500X-ის
სიგრძე 4.2 მეტრს მიაღწევს და ამგვარად, ის 500-ის ოჯახის ყველაზე ზორბა წევრი
გახდება. ავტომობილი „ფიატ სედიჩის“ ჩაანაცვლებს, რომელიც „სუძუკის“ SX4-ის
ბაზაზეა შექმნილი. ქროსოვერი როგორც წინა, ასევე სრულამძრავიანი ტრანსმისიით
აღიჭურვება.
რაც შეეხება ძრავებს, მათ გამას ქროსოვერი
მინივენისგან გაიზიარებს. მათში შევა ბენზინის 0.9-ლიტრიანი ორცილინდრიანი
ტურბოძრავი „ტუინეარი“ და სერია „მულტიჯეტის“ 1.3-ლიტრიანი ტურბოდიზელი. შესაძლოა,
მომავალში ამ ორ აგრეგატს სხვებიც დაემატოს.
„ფიატის“ პატარა ქროსოვერი ასევე ბაზისად
გამოადგება იტალიური კომპანიის ამერიკელ პარტნიორ „კრაისლერს“, რომელიც ამ
პლატფორმაზე მსგავსი გაბარიტების „ჯიპის“ ქროსოვერს გამოუშვებს. ეს ავტომობილი, „ჯიპის“
სხვა მომცრო უგზოობის ავტომობილებზე - „კომპასსა“ და „პეტრიოტზე“ პატარა იქნება. „ჯიპისა“
და „ფიატის“ პატარა ქროსოვერებს, იტალიური კომპანიის ტურინული ქარხანა მირაფიორი
გამოუშვებს.
ვიდეო
No comments:
Post a Comment