Suzuki confident of dissolving partnership with
VW
7 ივლისი
„სუძუკი მოტორმა“ ბრიტანეთის საარბიტრაჟო
სასამართლოში, „ფოლკსვაგენის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლის მიზანიც, გერმანულ
კომპანიასთან დაშორებაა. ანუ, იაპონური კომპანია სასამართლოს ძალით ეცდება თავისი
აქციების იმ 19.9-პროცენტიანი პაკეტის დაბრუნებას, რომელიც „ფოლკსვაგენს“, მათ
შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაეცა.
ორმა კომპანიამ 2009 წელს პარტნიორული ხელშეკრულება
გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ვოლფსბურგელებმა „სუძუკის“ აქციების 19.9 პროცენტში
2.1 მილიარდი დოლარი (მაშინდელი კურსით 1.7 მილიარდი ევრო) გადაიხადეს. დღეს კი
იაპონური კომპანია მზადაა, ამ აქციებში საბაზრო თანხა - 2 მილიარდი ევრო გადაიხადოს.
„დღეს „ფოლკსვაგენთან“ დადებული შეთანხმება უკვე
დარღვეულია, რის გამოც, „ფოლკსვაგენს“ „სუძუკის“ აქციების შენარჩუნების უფლება არ
აქვს. ბრიტანეთის არბიტრაჟს სწორედ იმისათვის მივმართეთ, რომ ეს აქციები
სამართლიანად დავიბრუნოთ. და იმედი გვაქვს, რომ ამას შევძლებთ“, - „სუძუკის“
ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტმა იასუჰიტო ჰარაიამამ განაცხადა
კომპანიის აქციონერთა შეკრებაზე.
„სუძუკისა“ და „ფოლკსვაგენს“ შორის პარტნიორობა მას
შემდეგ შეწყდა, რაც იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ვოლფსბურგელები
ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, კერძოდ კი, თავიანთ პარტნიორს
საკუთარ ტექნოლოგიებს არ უზიარებდნენ. რა თქმა უნდა, ამის პასუხად, გერმანულ
კომპანიას თავისი არგუმენტები გააჩნია. თუმცა მთავარი ისაა, რომ მათ შორის
ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა არ ჩამოყალიბდა.
ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ, „სუძუკის“
სარჩელის განხილვა 2013 წლის გაზაფხულზე დანიშნა. საქმის განხილვა საერთაშორისო
საარბიტრაჟო სასამართლოში წარიმართება. საერთოდ, საერთაშორისო კომპანიები, მათ
შორის დავების განხილვას, სწორედ ლონოდნის არბიტრაჟს ანდობენ ხოლმე, რადგან ეს
ყველაზე ავტორიტეტული სასამართლოა, რომელიც კერძო დაწესებულებაში იმართება.
აღსანიშნავია, რომ „ფოლკსვაგენს“ საკმაოდ სერიოზული
არგუმენტი გააჩნია. კერძოდ, გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ ხელშეკრულება
პირველმა „სუძუკიმ“ დაარღვია, როდესაც თავის პოპულარულ უგზოობის სუბკომპაქტურ მოდელ
SX4-სთვის,
„ფიატის“ 1.6-ლიტრიანი დიზელის ძრავების შეძენა გადაწყვიტა. „ფოლკსვაგენის“
ვექილთა განცხადებით, ეს გარიგება „სუძუკისთან“ არსებული ხელშეკრულების დარღვევაა.
იაპონურ
კომპანიასთან პარტნიორობას „ფოლკსვაგენისთვის“ ერთი მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა - „სუძუკი“
ვოლფსბურგელებს ინდურ ბაზარზე შესაღწევად სჭირდებოდათ. გარდა ამისა, გერმანელებს
თავიანთი ახალშეძენილი პარტნიორის მცირელიტრაჟიანი (1.0-ლიტრიანი) ძრავები
აინტერესებდათ...
No comments:
Post a Comment