7 ივლისი
უკვე გადაწყვეტილია, რომ „ბეემვე“ თავის ყველაზე
პატარა უგზოობის ავტომობილს 2015 წელს გამოუშვებს. ის „მინი ქანთრიმენის“
წინაამძრავიან პლატფორმაზე დამზადდება. ბავარიული კომპანიის ერთ-ერთ აღმასრულებელ იან
რობერტსონს ნათქვამი აქვს, რომ ამ წინაამძრავიან პლატფორმაზე, „ბეემვე“ და მის
ჯგუფში შემავალი „მინი“, 6-9 ავტომობილს გამოუშვებენ, რომლებიც ეგრეთ წოდებული „კომპაქტური
ავტომობილების ოჯახს“ შექმნიან.
საერთო პლატფორმის გამოყენება, ორივე ბრენდს
სახსრების დაზოგვის საშუალებას მისცემს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“
ინფორმაციით, ბავარიელები ახალი X1-ზე აღარ გამოიყენებენ 6-ცილინდრიან ძრავებს.
ამასთან, წინაამძრავიანი შეთანწყობის წყალობით, სალონში მეტი ადგილი გამოთავისუფლდება.
ძრავები კაპოტქვეში განივად განთავსდება. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ
კომპაქტური ოჯახის 1-ლი სერიის GT, 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაც კი
აღიჭურვოს.
ახალ პლატფორმას ბავარიელებმა UKL (უნტერ კლასე, ანუ ქვედა კლასი) უწოდეს.
„ავტოქარის“
ცნიბით, ამ პლატფორმას მოქნილიპარამეტრები ექნება და მასზე, პირველი სერიის გარდა,
მე-3 სერიის შემდეგი თაობის ავტომობილებიც დაემყნობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას,
რომ ეს ავტომობილიც წინაამძრავიანი გახდება. მისი არქიტექტურის მოქნილობა იმაში
მდგომარეობს, რომ მის კაპოტქვეშ ძრავი როგორც განივად, ისე გრძივადაც შეიძლება
განლაგდეს. ტრანსმისია კი შეიძლება იყოს როგორც წინა, ისე უკანა და
სრულამძრავიანიც. ამგვარად, წარსულს ჩაბარდება სარეკლამო გამოთქმა: „ჩვენ
წინაამძრავიან ავტომობილებს არ ვაკეთებთ“...
No comments:
Post a Comment