Tuesday, July 31, 2012

ფორმულა ერთში შუა სეზონში ტესტები აღარ იქნება

Formula 1's mid-season test dropped for 2013
31 ივლისი
ფორმულა ერთის გუნდები შეთანხმდნენ, რომ მომავალ სეზონში აღარ ჩაატარებენ შუა სეზონის ტესტებს, სეზონის წინ კი ტესტების სამი სესია ექნებათ. გუნდების ტექნიკურმა დირექტორებმა აღიარეს, რომ სეზონის წინ ჩატარებული ტესტები საკმარისია კარგად მოსამზადებლად და მანქანებისგან საკმარისი ინფორმაციის მისაღებად იმისათვის, რომ მათს დასახვეწადვე გამოიყენონ.

მომავალი სეზონის პირველი რბოლა ავსტრალიაში, 17 მარტსაა დანიშნული (თუ არ შეიცვალა). პირველი წინა სასეზონო ტესტების სესია კი ხერესში, 5 თებერვალს დაიწყება. ამას მოჰყვება ორი სატესტო სესია ბარსელონაში, რომელთაგან პირველი 19-22 თებერვალს ჩატარდება, მეორე კი - 28 თებერვალს დაიწყება და 3 მარტს დასრულდება. თუ სეზონის დაწყების თარიღი შეიცვლება, ტესტების თარიღებიც შესაბამისად შეიცვლება.
როგორც ცნობილია, ამ სეზონის წინ, გუნდებმა ასევე სამი სატესტო სესია ჩაატარეს, სეზონის შუაში კი, მაისში იტალიის მუჯელოზეც ივარჯიშეს. მაგრამ ყველამ აღიარა, რომ მუჯელოს ტესტებს მათთვის არაფერი მიუცია. ამასთან, ზოგმა გუნდმა იქ ჩასვლაც კი არ ისურვა. ამიტომ, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ სეზონის მსვლელობისას, ტესტების ჩატარებას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც, ეს ფულის, დროის და სხვა რესურსების უაზროდ ფლანგვაა.



ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 



No comments:

Post a Comment