Sunday, July 8, 2012

„მიცუბიშის“ ლუქს სედანები „ინფინიტი M-ის“ სტილში


New Mitsubishi Proudia and Dignity Luxury Sedans Are…Proud Doppelgangers of the Infiniti M
8 ივლისი
უკვე რამდენიმე წელია, ლუქს სედანების სეგმენტში, „მიცუბიშის“ სახელი არ ფიგურირებს. მაგრამ იაპონური კომპანია ამ ნაკლის გამოსწორებას ცდილობს, რისი დასტურიცაა ის, რომ შინაური ბაზრისთვის, ორ პოპულარულ სახელს - „პრაუდიას“ და „დიგნიტის“ აღადგენს.


საინტერესოა, რომ ბოლო „პრაუდია“ და „დიგნიტი“, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოს ბაზარზე ჯერ კიდევ ფიგურირებდა, საკუთრივ „მიცუბიშის“ მიერ იყო შემუშავებული, მაგრამ იაპონური კომპანიისთვის მათ „ჰიუნდაი“ უშვებდა. კორეული კომპანია ამ ავტომობილების საკუთარ ვერსიებს „სენტენიალის“ და „ეკუუსის“ სახელით აწარმოებდა.
ამჯერად კი „მიცუბიში“ იგივე სახელებით, თავად გამოუშვებს სხვის მიერ შექმნილ ავტომობილებს, რომლებსაც საკუთარი ემბლემით გაჰყიდის. ამჯერად, იაპონური კომპანიის პარტნიორია კომპანია OEM (ორიჯინალ ეკვიპმენტ მანუფექჩურა), რომელიც „ნისანის“ ძველი პარტნიორია. ეს კომპანია „პრაუდიას“ „ინფინიტი M-ის“ ბაზაზე, კი უფრო მაღალი კლასის „დიგნიტის“ კი გრძელბაზიანი „ინფინიტი M35h LWB-ს“ ბაზაზე დაამზადებს.
„მიცუბიშის“ განმარტებით, სახელი „პრაუდია“ ორი ინგლისური სიტყვის - „პრაუდის“ და „დაიმონდის“, ანუ სიამაყისა და ბრილიანტის (კომპანიის ლოგოზე სამი ბრილიანტია გამოსახული) კომბინაციაა. „დიგნიტი“ კი ინგლისურად ღირსებას ნიშნავს - ეს სიტყვა კი (იაპონური კომპანიის მარკეტოლოგთა მტკიცებით) მოდელის ცისფერ სისხლს უსვამს ხაზს...
ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ სახელების მატარებელი ავტომობილების „მიცუბიშისადმი“ კუთვნილებას ხაზს მხოლოდ რადიატორის ბადე და მასზე დასმული ემბლემა, ასევე შეცვლილი ფორმის წინა ბამპერი უსვამს. დანარჩენში კი „ინფინიტის“ ზემოთ ნახსენები მოდელების სილუეტს ამოიცნობთ.
რაც შეეხება აღჭურვილობას: „პრაუდიას“ გამაში ორი აგრეგატი შედის. ერთია 3.7-ლიტრიანი V6, რომელიც 328 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე კი - 2.5-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრე 222 ცხენის ძალაა. პირველის შემთხვევაში, ტრანსმისია უკანა, ან სრულამძრავიანია, მეორეს შემთხვევაში კი - მხოლოდ უკანა ამძრავიანი.
„დიგნიტის“ „პრაუდიაზე“ 150 მილიმეტრით გრძელი ბაზა აქვს და მისი სალონიც უფრო მდიდრულადაა აღჭურვილი. მის კაპოტქვეშ „ინფინიტი M35h-ის“ ჰიბრიდული სისტემაა მოთავსებული, რომელიც ბენზინის 3.5-ლიტრიან V6 და ელექტრულ ძრავს აერთიანებს. სისტემის ჯამური სიმძლავრე 359 ცხენის ძალაა.
ორივე სედანი მხოლოდ იაპონური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „პრაუდია“ 4.022 მილიონი იენი (დაახლოებით 50 400 დოლარი) ღირს, „დიგნიტი“ კი - 8.4000 მილიონი იენი (დაახლოებით 105 000 დოლარი).

No comments:

Post a Comment