Sunday, July 8, 2012

გროჟანი პირველი წრის ინციდენტით დაზარალდა

Grosjean philosophical about first-lap accident during the British Grand Prix
8 ივლისი
რომენ გროჟანი ამბობს, რომ პირველ წრეზე, მასა და პოლ დი რესტას შორის მომხდარი შეჯახება, ჩვეულებრივი სარბოლო ინციდენტი იყო, რომელშიც ბრალი არცერთ მრბოლს არ მიუძღვის.
შემთხვევა პირველ წრეზე, არენას კომპლექსის მარცხენა მოსახვევში მოხდა. „ლოტუსი“ წინა ფრთით „ფორს ინდიას“ უკანა მარჯვენა ბორბალზე დაეჯახა. ამით კი უფრო შოტლანდიელი მრბოლი დაზარალდა, რომელმაც სამი ბორბლით დატოვა ტრასა და რბოლაში აღარც დაბრუნებულა. ფრანგმა კი ბოქსებში შეიარა და ნაადრევად შეასრულა პირველი პიტსტოპი, რომლის დროსაც, მის მანქანას ცხვირიც გამოუცვალეს.
„ყველაფერი მესამე და მეოთხე მოსახვევებს შორის მოხდა. მე გარე რადიუსზე ვმოძრაობდი, მან კი შიგნიდან გასწრება სცადა და ამ დროს, ჩემს ფრთას შეეხო. სამწუხაროდ, შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. საერთოდ, თუ კვალიფიკაციას მოწინავეთა შორის დაასრულებ, სტარტზე ასეთი ინციდენტების ალბათობა ნაკლები იქნება...“ - განაცხადა გროჟანმა, ვინც მომხდარის მიუხედავად, რბოლა მეექვსემ დაასრულა და თანაგუნდელ კიმი რაიკონენს 7 წამით ჩამორჩა.
სხვათა შორის, თავისი წინსვლით, თავად გროჟანიც გაოცებული დარჩა: „რა თქმა უნდა, ჩემი შედეგი გადასარევი არაა, მაგრამ თუ ამ ინციდენტს გავითვალისწინებთ, უკმაყოფილო არ უნდა ვიყო. 22-ე ადგილიდან მეექვსემდე წავიწიე. და ეს შესანიშნავია. მანქანის ცხვირის შეცვლის შემდეგ ქულებში მოსვლაც კი მიღწევა იქნებოდა. ყველაფერი გუნდის დამსახურებაა, რომელმაც მანქანა შესანიშნავად მოამზადა. მომხდარის შემდეგ, ერთსტოპიან სტრატეგიაზე გადავედით, რაც რისკიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამან გაამართლა და რეზინმა ბრძოლის საშუალებაც მომცა, რიტაც საბოლოოდ, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი“, - განაცხადა გროჟანმა.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment