Suzuki Splash
9 ივლისი
ბრიტანეთში პოპულარულია ავტომობილების შეფასების MOT
(მინისტრი ოფ ტრანსპორტ) ტესტი, რომელიც სამ წელზე მეტის ასაკის ავტომობილების ზოგად
მდგომარეობას და ვარგისიანობას აფასებს. რა თქმა უნდა, ამ ტესტების შედეგები, ავტომობილების
(როგორც ახალი, ისე ნახმარი) ფასეულობასაც განსაზღვრავს და მწარმოებელმა ისინი
შეიძლება საკმაოდ ეფექტური რეკლამისთვისაც კი გამოიყენოს.
ახლახანს, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა საინტერნეტო
გამოცემა „ჰონესტჯონმა“ (პატიოსანი ჯონი), MOT-ის 24.5 მილიონი ტესტის შედეგები
ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ შანსი იმისა, რომ სამი წლის შემდეგ, „სუძუკი სპლეში“
ტექნიკურ შემოწმების ტესტებს ვერ გაივლის, მიზერულია.
ანალიზმა აჩვენა, რომ სამწლიანი „სუძუკი სპლეში“
პირველივე ყოველწლიურ ტესტს ვერ გაივლის, მინიმალურია. უფრო მეტიც, ამ ასაკის „შხაპუნების“
(სპლეშ სწორედ ასე ითარგმნება) 90 პროცენტი პირველივე ცდაზე აბარებს გამოცდას.
საინტერესოა, რომ „სუძუკის“ სამოდელო გამაში კიდევ ორი ისეთი ავტომობილია,
რომლებიც ნახსენები ანალიზის შედეგებით, მოწინავე ათეულში მოხვდა. კერძოდ, „ჯიმნის“
მაჩვენებელი 89 პროცენტია, „გრანდ ვიტარასი“ კი - 88 პროცენტი.
მონაცემები, რომლებიც ანალიზისთვის „ჰონესტჯონმა“
გამოიყენა, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, 2011 წლის 30 სექტემბრამდეა აღებული. „სუძუკის“
ყველა ავტომობილმა, რომელთა ასაკიც სამი და მეტი წელია, ადვილად გადალახა 85-პროცენტიანი
ზღვარი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონური კომპანიის პროდუქციის მაღალ ხარისხს,
საიმედობას და დაბალ საექსპლუატაციო ხარჯებს. ძალიან ცოტა იყო ისეთი ავტომობილი,
რომელმაც პირველი ეტსტი ვერ გაიარა და მათგან უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზი
უმნიშვნელო იყო. მაგალითად, ფარის დამწვარი ნათურა...
„ჰონესტჯონის“ მიერ ჩატარებულ ანალიზში, 1.7
მილიონი ავტომობილი 2008 წელსაა დარეგისტრირებული. საერთო ჯამში, კომპანია „სუძუკიმ“
მეორე ადგილი დაიკავა.
„სპლეში“ სუბკომპაქტური ჰეჩბეკია, რომელიც ევროპული
სტანდარტით, B სეგმენტს შეესაბამება. ის „სუძუკისა“ და „ოპელის“
სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. მისი გერმანული ანალოგია „ოპელ აგილა“. პატარა
ავტომობილი (სიგრძე 3.72 მეტრი, სიგანე 1.68 მეტრი, სიმაღლე 1.59 მეტრი, ბაზა 2.36
მეტრი) ბენზინის 1.0 (სამცილინდრიანი) და 1.2-ლიტრიანი (ოთხცილინდრიანი), ასევე დიზელის
1.3-ლიტრიანი ძრავებითაა აღჭურვილი (ჩვენთან ჯერ მხოლოდ 1.2-ლიტრიანით შემოდის). მიუხედავად
მცირე გაბარიტებისა, მასში ხუთი ადამიანი ეტევა, უკანა სავარძლების დაკეცვის შემდეგ
კი საბარგულის მოცულობა 573 ლიტრს აღწევს.
საქართველოში
„სპლეშის“ მხოლოდ 1.2-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსიები შემოდის, რომელტა საბაზო
ღირებულებაც 9 500 ევროს ექვივალენტურია ლარებში.
No comments:
Post a Comment