1 ივლისი
„ბეემვე“ მალე ჰიბრიდულ კუპე i8-ს
წარმოებას დაიწყებს. ახლახანს კი ბავარიელებმა პარტნიორული შეთანხმება გააფოემეს „ტოიოტასთან“,
რომელთან ერთადაც, პირველ რიგში, სპორტული ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ. შესაძლოა
ისეთს, რომლითაც „ბეემვე“ თავისი უშუალო კონკირენტის, „აუდის“ R8-ს
გაუწევს კონკურენციას.
შესაძლოა, ბავარიულ კომპანიას ამასთან დაკავშირებით
სულ სხვა გეგმა აქვს, მაგრამ ტურინის გამოყენებითი დიზაინის ინსტიტუტის ტრანსპორტის
დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ალდო შუმანმა სწორედ ისეთი ავტომობილი (რა თქმა უნდა,
კონცეპტუალური) შეიმუშავა, რომლითაც მიუნხენელები ინგოლშტადტელების ზემოთ
დასახელებულ მოდელთან მეტოქეობას შეძლებენ...
ავტორმა პროექტს განმარტება არ დაურთო. მხოლოდ მისი
სახელი გაგვაცნო - „X როდსტერი“. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომობილი
ორადგილიანია და მას ძრავი ბაზაში აქვს განლაგებული. და თუ „ბეემვესთვის“
დამახასიათებელ რადიატორს შევცვლით, ალბათ „აუდის“ R8 გაგახსენდებათ...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment