Monday, August 13, 2012

რის მილენი და „ჰიუნდაი“ პაიკს პიკის რეკორდსმენები არიან (ვიდეო)

Rhys Millen Sets New World Record at Pikes Peak in a Hyundai Genesis Coupe Racer
13 აგვისტო
რის მილენისთვის და „ჰიუნდაისთვის“ 12 აგვისტო დაუვიწყარი თარიღი გახდა - ამერიკელმა მრბოლმა და კორეულმა კომპანიამ, ლეგენდარული რბოლა - პაიკს პიკის აღმართი მოიგეს და თანაც, დისტანციის გავლის აბსოლუტური რეკორდიც გააუმჯობესეს. სპეციალურად მომზადებული „ჯენეზის კუპეთი“, მილენმა ფინიშის ხაზი 9 წუთსა და 46.164 წამში გაიარა.
რის მილენი და მისი "ჰიუნდაი ჯენეზის კუპე"
ავტომობილი, რომლითაც რეკორდი გაუმჯობესდა, წლევანდელი რბოლისთვის რის მილენის გუნდმა „რის მილენ რეისინგმა“ მოამზადა. გაგანიერდა ავტომობილის ძარა, ბორბლები კომპანია „ჰენკუკის“ წარმოების F200 სლიკ საბურავებით შეიმოსა, მუხრუჭების სისტემაში უფრო მძლავრი ცილინდრები გამოიყენეს, „გარეტის“ წარმოების GTX3582 ტურბოდამჭირხნის დახმარებით კი V6 ძრავის სიმძლავრე 700 ცხენის ძალამდე და მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 948 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა.
„წლების განმავლობაში, ჩვენ „ჯენეზის კუპეს“ მუდმივად ვხვეწდით, ამჯერად კი მას რამდენიმე ისეთი მოდიფიკაცია ჩავუტარეთ, რომლებმაც ჩაჭიდების ძალის გაზრდის საშუალება მოგვცა. ამას კი დდ მნიშვნელობა აქვს გზაზე, რომელიც ამიერიდან მთლიანად ასფალტისაა. 10-წუთიანი ბარიერის გადალახვაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავისრულე“, - რბოლის შემდეგ განაცხადა მილენმა.
ფუმიო ნუტაჰარა ფინიშზე

აღსანიშნავია, რომ მილენამდე რეკორდი „პორშეთი“ მოასპარეზე ფრანგმა რომენ დიუმამაც (აუდის ლე მანის გუნდის წევრია) გააუმჯობესა, რომელმაც 19.99-კილომეტრიანი დისტანცია 9 წუთსა და 46.184 წამში დაფარა. ორივემ თითქმის ხუთი წამი მოაკლო წინა რეკორდს, რომელიც შარშან იაპონელმა ნობუხირო „მონსტერ“ ტაძიმამ დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ტაძიმა პაიკს პიკის ექვსგზის ტრიუმფატორია. ფინიშს ვერ მიაღწია მილენის ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა, ამერიკელმა პოლ დალენბახმაც. ტრასის ქვედა მონაკვეთზე, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრასის მიღმა ხეებს დაეჯახა.
ჰიროსი მასუოკა
იაპონელმა რბოლაში წელსაც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინიშს ვერ მიაღწია. ის სპეციალურად პაიკს პიკისთვის შექმნილი სარბოლი ელექტრომობილით ასპარეზობდა და ორი კვალიფიკაციის გავლაც შეძლო, თუმცა რბოლაში მხოლოდ ერთი კილომეტრი გაიარა. მოგვიანებით იაპონელმა განაცხადა, რომ მანქანა კოკპიტში შესული კვამლის გამო გააჩერა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კვამლი ერთ-ერთი ელექტროძრავის დაზიანებამ გამოიწვია.
ნობუხირო „მონსტერ“ ტაძიმა
ტაძიმას რომ ხელი მოეცარა, ამით მისმა თანამემამულე ფუმიო ნუტაჰარამ ისარგებლა, რომელმაც ელექტრომოვილების კლასში, „ტოიოტას“ მოტორსპორტული დივიზიონის მიერ მომზადებული ელექტრულ პროტოტიპ EV P002-ით იასპარეზა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სარბოლ ბოლიდს, ნურბურგრინგზე ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი ეკუთვნის. პაიკს პიკზე ნუტაჰარას დრო 10 წუთი და 15.38 წამია, რითაც მან აბსოლუტურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა. კიდევ ერთმა სახელოვანმა იაპონელმა, დაკარის ორგზის ჩემპიონმა ჰიროსი მასუოკამ, ელექტრომობილ „მიცუბიში i-MIEV ევოლუშნით“ მერვე საუკეთესო დრო (10:30.85) დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ პაიკს პიკის რბოლა, ივნისშ უნდა გამართულიყო, მაგრამ შტატ იუტაში მომხდარი დიდი ხანძრის გამო გადაიდო. აღსანიშნავია ისიც, რომ რბოლა პირველად ჩატარდა მთლიანად ასფალტირებულ გზაზე. ადრე ის შერეული იყო და გრუნტიანი და ასფალტირებული მონაკვეთებისგან შედგებოდა.
პაიკს პიკის რბოლა ამერიკაში და მთელს მსოფლიოშიც ერთ-ერთი უძველესია - ის უკვე 95 წელია, ტარდება. რბოლის 19.99-კილომეტრიანი დისტანცია 156 მოსახვევს მოიცავს. სტარტი ზღვის დონიდან 2860 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ფინიში კი - 4300 მეტრზე.


ვიდეო


ასევე წაიკითხეთ

„რენო“ ახალი „ალპინის“ შესაქმნელად „კატერჰემს“ დაიხმარს?

No comments:

Post a Comment