Tuesday, August 14, 2012

ავარია პაიკს პიკზე (ვიდეო)


Evo Driven by Jeremy Foley Jumps Off Cliff at Pikes Peak
14 აგვისტო
როდესაც პაიკს პიკის სამთო რბოლის ჩანაწერებს უცქერ, მრბოლთა ოსტატობის შემხედვარეს, ადვილად გავიწყდება, თუ რამდენად საშიშია ეს რბოლა. თავად განსაჯეთ: სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლეთა სხვაობა 1440 მეტრს აღწევს... 156 მოსახვევიდან ერთშიც რომ შეცდე, კილომეტრიანი ქვიანი ქარაფები გელის...



ასეთი შეცდომის ფასი ახლახანს დალასელმა (ტექსასი) მრბოლმა ჯერემი ფოლიმ იგემა. მან ტაიმ ატაკის კლასში, „მიცუბიში ევო 8-ით“ იასპარეზა, რომლის სიმძლავრეც 560 ცხენის ძალაა. მოსახვევში, რომელიც „დევილ პლეიგრაუნდის“ (ეშმაკის სათამაშო მოედანი) სახელითაა ცნობილი, ფოლიმ შეცდომა დაუშვა და პირდაპირ კლდიდან გადაეშვა. მანქანამ უამრავი პირუეტი შეასრულა და ათეულობით მეტრით ქვემოთ, ლოდებში გაჩერდა.






ბედად, პილოტი და მისი ნავიგატორი იური კუზნეცოვი გადარჩნენ. ისინი ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს ჰოსპიტალში, საიდანაც მალევე გამოწერეს. მანქანის დამცავმა კარკასმა ორივე სერიოზული ზიანისგან გადაარჩინა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, ორივე მოტეხილობასაც კი გადაურჩა. ნავიგატორს მხრის ამოვარდნილობა დაუფიქსირდა.

ვიდეო

ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„რენო“ ახალი „ალპინის“ შესაქმნელად „კატერჰემს“ დაიხმარს?


No comments:

Post a Comment