12 აგვისტო
„დელტაუინგს“ ინდი რეისინგ ლიგის შასის
მიმწოდებლობა სურდა, მაგრამ ინდიქარის მის რევოლუციურ კონსტრუქცის და დიზაინს არ
ენდვნენ. მაგრამ ამერიკულ კომპანიას იმედები არ დაუკარგავს, რომ მისი უჩვეულო
ავტომობილი, ადრე თუ გვიან, აღიარებას მაინც მოიპოვებს. ახლახანს ამ ავტომობილმა
„ნისანის“ სახელით, მონაწილეობა თვით ლე მანზეც კი მიიღო (უკონკურსოდ), თუმცა,
პროექტის ავტორებს ესეც არ აკმაყოფილებს. და ახლა ისინი ეცდებიან, რომ 2014 წლის
სეზონიდან, სარბოლ სერია ინდი ლაითისთვის შასის ექსკლუზიური მიმწოდებლები გახდნენ.
უკვე ათი წელია, რაც ინდი ლაითი იტალიური „დალარას“
შასის იყენებს. ის ძალიან მოძველდა და ამიტომ, სერიის ორგანიზატორებს ახალი შასის
მიმწოდებელი სურთ. ამ უფლების მოსაპოვებლად კი თურმე ექვსი კომპანია იბრძვის. მათ
შორის არიან „დალარა“, „მაიგეილი“, „სუიფტი“ და „მუგენი“.
რაც შეეხება „დელტაუინგს“, მას ისევ „ნისანი“ უდგას
ვგერდში. გარდა ამისა, ამ პროექტის გამარჯვებით დაინტერესებულნი არიან მის
შექმნაში მონაწილე, დენ გერნის გუნდი (კომპანია) „ოლ ამერიკენ რეისერზი“ და „ელან
მოტორსპორტს ტექნოლოჯიზი“, რომელსაც კომპანია „პეინოსი“ ეკუთვნის.
მოთხოვნებში, რომლებსაც ახალ შასის უყენებენ, შედის
გადაცემათა საფეხურების გადართვის ბერკეტები, რომლებიც საჭის რგოლთან თავსდება, მაჩვენებლების
გაუმჯობესებული სისტემა, ალტერნატიული საწვავის გამოყენების შესაძლებლობა. ეს
ყველაფერი მარტივად ჟღერს, თუმცა საკმაოდ რთულ საინჟინრო და ტექნოლოგიურ
გადაწყვეტებს მოითხოვს. ამასთან, მანქანის კოკპიტის ძლიერ განსხვავებული
კომპლექტაციის ადამიანებზე მორგება უნდა იყოს შესაძლებელი. მაგალითად, მაღლის და
დაბლის, სუსტის და ჩასხმულის...
უნდა გაუმჯობესდეს აეროდინამიკა, რამაც ასევე მანქანის
ტანზე უფრო მეტი სპონსორის ლოგოების და წარწერების განთავსებას უნდა შეუწყოს ხელი.
გარდა ამისა, ინდი ლაითის ორგანიზატორებს სურთ, რომ სიჩქარე საგრძნობლად გაიზარდოს.
ასევე არსებობს ძრავების მწარმოებელი კომპანიის მიზიდვის აუცილებლობაც.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
No comments:
Post a Comment