10 აგვისტო
„რენო“ და „კატერჰემი“ ფორმულა ერთში მეგობრობენ.
რა თქმა უნდა, ეს მეგობრობა საქმიან ურთიერთობას გულისხმობს - ფრანგული კომპანია
თავის პარტნიორს ძრავებს აწვდის, იმ ძრავებს, რომლებმაც „რედ ბულ რეისინგს“ ზედიზედ
ორჯერ ტიტულების მოპოვებაში შეუწყო ხელი და რომლიტაც „ლოტუსი“ ამ სეზონში ერთ-ერთი
ყველაზე (თუ ყველაზე არა) სწრაფი მანქანაა.
დიდი
პრიზების ცირკში დაწყებული მეგობრობა კი დიდ ინდუსტრიაში მეგობრობაში შეიძლება
გადაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, ფრანგულ „ლ’ეკიპის“ მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკული ვებგვერდი „ლეფტლაინი“ სწორედ ამ ვერსიას
ავითარებს. ამ ვერსიის მიხედვით, ფრანგულ კომპანიას „კატერჰემი“ ახალი „ალპინის“
წარმოების დასაწყებად სჭირდება.თანამშრომლობით ორივე კომპანია შეიძლება იყოს დაინტერესებული. საქმე ისაა, რომ „კატერჰემს“ გეგმაში ახალი ავტომობილის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, რომელმაც მის გამაში ფლაგმანის ადგილი უნდა დაიკავოს. ამაში კი ყველაზე უკეთ „რენო“ შეიძლება დაეხმროს, რომელსაც თავის მხრივ, ინგლისური კომპანიისგან, მსუბუქი ავტომობილების წარმოების გამოცდილება გამოადგება. „ლეფტლაინის“ ინფორმაციით, ამ ტემაზე, „კატერჰემსა“ და „რენოს“ შორის, უკვე გაიმართა უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელშიც ფრანგული კომპანიის მხრიდან, „რენოს“ მმართველი დირექტორი კარლოს ტავარესი მონაწილეობდა.
ამ ინფორმაციას თავად ტავარესიც ადასტურებს: „ჩვენ
მართლაც გვქონდა მოლაპარაკება პოტენციურ პარტნიორებთან. „ალპინის“ წარმოებასთან
დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას ამ წლის ბოლომდე მივიღებთ. ვფიქრობ, ახალ „ალპინს“
სერიული წარმოების რეალური შანსი აქვს“.
„ლეფტლაინი“ დასძენს, რომ თავიდან ფრანგულ
კომპანიას პარტნიორად „ლოტუსი“ ჰყავდა შერჩეული (ფ1-ში მასთანაც მჭიდროდ
თანამშრომლობს), მაგრამ მალაიზიელთა ხელში მყოფ ბრიტანულ კომპანიას პატრონი
გამოეცვალა, რომელმაც კომპანიის ახალი სტრატეგია დასახა და მენეჯმენტიც შეცვალა. ამიტომ,
„რენომ“ ამ ვარიანტზე უარი თქვა.
შეგახსენებთ,
რომ მაისში ფრანგულმა კომპანიამ მონტე კარლოში, ფ1-ის რბოლის წინ, კონცეპტუალური
სუპერ ავტომობილი „ალპინ A110-50“
წარადგინა, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. სხვათა შორის, ეს ავტომობილი
„მეგან ტროფის“ ბაზაზეა შექმნილი და აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი V6
ძრავით, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment