Wednesday, August 15, 2012

„მონსტერ“ ტაძიმა და მისი ელექტრომობილი პაიკს პიკზე (ვიდეო)

Watch Monster Tajima's new electric race car whir up Pikes Peak
15 აგვისტო
ნობუჰირო ტაძიმას ზედმეტსახელად მონსტრს ეძახიან... რატომ? იმიტომ, რომ პაიკს პიკის ურთულესი და ძალიან საშიში რბოლა ზედიზედ ექვსჯერ მოიგო და თანაც, ორჯერ ტრასის რეკორდიც დაამყარა, მათ შორის, მეორედ შარშან. ჰოდა, მობეზრდა ამ „მონსტრს“ თავის თავთან შეჯიბრი და ამჯერად ელექტრომობილით იასპარეზა. თანაც, უბრალო სტატისტობას კი არ აპირებდა, მეშვიდე გამარჯვება ჰქონდა დაგეგმილი და არც რეკორდზე იტყოდა უარს.
ყველაფერი კარგად იყო ბოლო მომენტამდე - ორივე პრაქტიკაზე ბოლომდე იასპარეზა და კარგი დროც ჰქონდა. მაგრამ რბოლაში არ გაუმართლა, ერთ-ერთი ელექტროძრავი დაუზიანდა და ასპარეზობა შეწყვიტა. მოკლედ, ელექტრული მონსტრით პაიკს პიკის აბსოლუტურ ჩათვლაში დაპყრობის მისია ერთი წლით გადაიდო.
და სანამ იაპონელი „მონსტრი“ და მისი ელექტრული „მონსტრი“ მომავალი პაიკს პიკისთვის მოემზადებიან, ჩვენ ერთად ვნახოთ მისი ვარჯიშების ვიდეოჩანაწერები...

ვიდეო



ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment