Wednesday, August 15, 2012

„ჰიუნდაი ჯენეზის სედანი“ დიდ ძრავებზე უარს ამბობს


2013 Hyundai Genesis Sedan Drops 4.6L and 5.0L V8
15 აგვისტო
ოთხი წელია, რაც „ჰიუნდაი“ ლუქსის კლასის სედან „ჯენეზისს“ აწარმოებს, რომელსაც განახლების დრო უახლოვდება. თუმცა, სანამ ეს მოხდება, კორეულმა კომპანიამ არსებულ მოდელში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. კერძოდ, მის საბაზო ვერსიას აღარ აღჭურვავენ დიდი, V8 ძრავებით. „ჯენეზისის“ ერთადერთი მოდიფიკაცია, რომელიც V8 აგრეგატს მიიღებს, „R-სპეცია“.

კერძოდ, კორეელებმა უარი თქვეს 4.6-ლიტრიან V8-ზე, რომელიც 385 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 5.0-ლიტრიან V8-ზე, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 429 ცხენის ძალაა. თუმცა, ეს აგრეგატი სპორტულ მოდიფიკაცია „R-სპეცზე“ მაინც დარჩება. „ჯენეზისისთვის“ სტანდარტული იქნება 3.8-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 333 ცხენის ძალაა. ორივე ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია დაუკავშირდება, ამასთან „R-სპეცის“ შემთხვევაში, მას უფრო სპორტული პარამეტრები ექნება.
„ჯენეზისის“ მომავალი წლის ვერსია, „მძღოლის საინფორმაციო სისტემით“ აღიჭურვება, რომელშიც 8-დუიმიანი მონიტორი შედის. სისტემა ნავიგაციის და მულტი-მედიის მაკონტროლებელ ფუნქციებსაც მოიცავს. ამ სისტემას „ჯენეზისის“ ორივე ვერსიაზე (საბაზო და R-სპეცისთვის) დააყენებენ. „ჰიუნდაის“ ინფორმაციით, ახალ სისტემაში ინტეგრირებულია მართვის ჯოისტიკის ტიპის საშუალება, რომელიც პირველად მის წინამორბედზე გამოიყენეს. მაგრამ მას ახალი ფუნქცია დაემატა, რომელსაც ხმის ამოცნობა და ხმოვანი ბრძანების შესრულება შეუძლია. სისტემას აქვს 64 გიგაბაიტი მოცულობის მეხსიერება, რაც მასში აუდიო, ფოტო და ვიდეოფაილების შენახვის საშუალებას იძლევა.
სავარაუდოდ, განახლებულ სედან „ჯენეზისის“ პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე მოეწყობა, მის გაყიდვას კი კორეული კომპანია შოუს დასრულებისთანავე დაიწყებს. შოუზევე გამოცხადდება მისი ფასიც.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

და

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს

No comments:

Post a Comment