ლეჯენდსის კლასის ავტომობილების თასის გათამაშების
ევროპის ეროვნებათა სერიის მე-5 ეტაპზე, რომელსაც ჰოლანდიის სანაპირო ქალაქ
ცანდფოორტის ტრეკმა უმასპინძლა, დათა ქაჯაიამ პირველი სპრინტ რბოლა მოიგო. თუმცა
მეორეში, ჩვენდა სამწუხაროდ და ორგანიზატორთა უცნაური საქციელის გამო, მეორე
რბოლა, რომელსაც რბოლასაც ვერ დაარქმევთ, ბოლო ადგილზე დაასრულა.
მეტოქეებისგან განსხვავებით, ქაჯაია და მისი
თანაგუნდელი (მია ფორსი) კონსტანტინე კოლიაშვილი, ზანდფოორტის (ისევე როგორც მანამდე
სხვაგან) ტრეკზე პირველად გავიდა, უამინდობის გამო, თავისუფალი პრაქტიკები არ
ჰქონიათ და მაშინვე კვალიფიკაციაზე გავიდნენ. და... ქაჯაიამ საუკეთესო დრო
დააფიქსირა. საუკეთესო ისე კარგად მაინც ვერ განმარტავს მის უპირატესობას -
ქართველმა მრბოლმა უახლოეს მდევრებს, მათ შორის, ჩემპიონტში მის მთავარ მეტოქეს
ბელგიიდან, კლოდ კლოდ ვატეინს, წამი და მეტი მოუგო!
მაგრამ მეორე კვალიფიკაციაზევე მოხდა ისეთი რამ,
რამაც მეორე სპრინტ რბოლაში (20 წრე ოფიციალური პიტ სტოპის გარეშე) ჩვენებურის წარუმატებლობა
ნაწილობრივ განაპირობა. ქაჯაიას მანქანას უკანა ბამპერი მოსძვრა, რის გამოც მსაჯებმა
პიტლეინში შესვლა ანიშნეს, მაგრამ დათამ ეს ნიშანი ვერ დაინახა... საბოლოოდ, სტიუარდებმა
დააჯარიმეს. ჯარიმა კი ძალიან მკაცრი აღმოჩნდა - ქართველს მეორე რბოლაში სტარტის
ბოლო პოზიციიდან აღება, მოუწია. ოღონდ, ზემოთ რომ ორგანიზატორთა უცნაური საქციელი
ვახსენეთ, ამ ჯარიმას იმასთან (ჯერ) არანაირი შეხება არ აქვს...
დათა ქაჯაია (წინა პლანზე) და კონსტანტინე კოლიაშვილი |
როგორ ჩატარდა პირველი რბოლა, ამის შესახებ ბევრს
ვერაფერს მოგიყვებით, გარდა იმისა, რომ მთავარი თასი (ფოტოზე) ამიერიდან ქაჯაიას კოლექციაში
დაიდებს ბინას. ჰანდიკაპის წესით, მეორე სპრინტის სასტარტო რიგში ქაჯაიას პილოტონის
შუაში ეკუთვნოდა ადგილი, მაგრამ ჯარიმის გამო, 27-ე დააყენეს. მაგრამ ყველაზე
მთავარი და უცნაური ისაა, რომ რბოლა არ ჩატარებული - ძლიერი წვიმის გამო, მრბოლები
სტარტიდან ფინიშამდე უსაფრთხოების მანქანამ ატარა. ეს უცნაური აღლუმი კი რბოლად
ჩაითვალა...
ჩვენი გუნდის უფროსმა მამუკა ჟორჟოლაძემ გაპროტესტება
სცადა, მაგრამ სერიის ორგანიზატორებმა პასუხისმგებლობა მოიხსნეს - ეს რბოლა DTM-ის
(გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატი) თანმდევია და გერმანელები ატარებენ, იმათ
კი ასეთი წესები აქვთ და ვერაფერს შეცვლითო...
მოკლედ,
ქაჯაიას ორი რბოლის ჯამში, ქულების საშუალო მაჩვენებელი დააკლდა და დიდ რბოლას (ორწუთიანი
პიტ სტოპ/შუალედით), რომელიც კვირა დილით ჩატარდება, მე-10 პოზიციიდან დაიწყებს.
სხვათა შორის, სინოპტიკოსები მთავარი რბოლისთვისაც წვიმას ვარაუდობენ...
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
და
No comments:
Post a Comment