Saturday, August 25, 2012

„აუდი კვატრო“ ბრუნდება

Audi Quattro model to return in time for 35th anniversary?
25 აგვისტო
პარიზის 2010 წლის მოტორ შოუზე, „აუდიმ“ თავისი თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააკვირვა, როდესაც იქ კონცეპტუალური „კვატრო“ წარადგინა. მარტო ეს სახელია საკმარისი იმისათვის, რომ პავილიონში უამრავ ადამიანს მოუყარო თავი. მართალია, გამოფენაზე წარდგენილი ავტომობილი მხოლოდ უძრავი მულიაჟი იყო, მაგრამ ცოტა ხანში, გერმანული კომპანიის სპეციალისტებმა მისი მოძრავი ვერსიაც შექმნეს (S5-ის ბაზაზე). თანაც, ეს ავტომობილი, პოპულარულ R8-ზე 227 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა.


გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „აუდის“ ახალი „კვატროს“ მომზადება დიდი ხნის წინ აქვს დაწყებული. კომპანიაში პროტოტიპს Q35-ად მოიხსენიებენ, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ის ლეგენდარული „კვატროს“ გამოშვებიდან 35 წლის იუბილეს მიეძღვნება. ანუ, ბაზარზე ის 2015 წელს განოვა.
ახალი „კვატრო“, თავისი გაბარიტებით, Q5-სა და A5-ს შორის იქნება, წონით - A1-სა და A3-ს შორის, ფასით კი - TT RS-სა და R8-ს შორის.
ახალი „კვატრო“ აღჭურვილია 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავით, რომელიც 1375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (კონცეპტუალურ პროტოტიპზე იმავე ძრავის სიმძლავრე 408 ცხენის ძალა იყო). მწარმოებლის განცხადებით, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ოთხადგილიანმა ავტომობილმა, რომელიც 1359 კილოგრამს იწონის, ტემპერამენტიანი ავტომობილების გურმანები მიიზიდოს.
„აუდის“ თავიდან ნავარაუდები ჰქონდა, რომ წლიურად 35 000 ცალ „კვატროს“ აწარმოებდა. მაგრამ ახალი ინფორმაციით, ეს რიცხვი 10 000-მდე შემცირდა. რაც შეეხება ფასს, ამ მხრივ, ახალი „კვატრო“ უფრო ახლოს R8-თან იქნება, ვიდრე TT RS-თან.



ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment